https://sputnik-georgia.com/20230904/----281932839.html
თელავს ახალი აეროპორტი ექნება
თელავს ახალი აეროპორტი ექნება
Sputnik საქართველო
თელავის აეროპორტი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T17:51+0400
2023-09-04T17:51+0400
2023-09-04T21:49+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251041427_0:0:3232:1819_1920x0_80_0_0_8e7601250ec5e99f844632b2ec446d18.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თელავში ძველი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე აეროპორტი აშენდება, იგი პირველ მგზავრებს 2024 წელს მიიღებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 25 მლნ ლარია გამოყოფილი.პრემიერის თქმით, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 1,7 ათასი მეტრი იქნება, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები. ზოგადად, მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება, შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული ადგილები.როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თელავის აეროპორტის დასრულების შემდეგ სულ ქვეყანაში ექვსი თანამედროვე აეროპორტი იქნება.მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით ისაუბრა შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველოს აეროპორტები 2023 წლის მეორე კვარტალში 1,4 მლნ მგზავრს მოემსახურა. დღეისათვის შიდა რეისები თბილისიდან და ნატახტრიდან სრულდება ამბროლაურის, ბათუმისა და მესტიის მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251041427_353:0:3082:2047_1920x0_80_0_0_f4f99310abdd2c77ef73c2075cab63d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები
თელავს ახალი აეროპორტი ექნება
17:51 04.09.2023 (განახლებულია: 21:49 04.09.2023) თელავის აეროპორტი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თელავში ძველი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე აეროპორტი აშენდება, იგი პირველ მგზავრებს 2024 წელს მიიღებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 25 მლნ ლარია გამოყოფილი.
„როგორც მოგეხსენებათ, თელავში ისტორიული აეროდრომი იყო და გვინდა, რომ ამ ადგილზე მოვაწყოთ და ავაშენოთ ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა – თელავის ახალი აეროპორტი. პროექტირება-მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ აეროპორტმა პირველი მგზავრები უკვე 2024 წლის მაის-ივნისში მიიღოს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 1,7 ათასი მეტრი იქნება, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები. ზოგადად, მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება, შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული ადგილები.
„თელავს თანამედროვე აეროპორტი ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, არამედ ტურისტებიც შეძლებენ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ და გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისის მიმართულებით", – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თელავის აეროპორტის დასრულების შემდეგ სულ ქვეყანაში ექვსი თანამედროვე აეროპორტი იქნება.
„თელავში აეროპორტი დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და გადააადგილება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით ისაუბრა შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარების მნიშვნელობაზე.
„ამ მიზნით მთავრობა რამდენიმე წელია ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს, ჩვენ ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავაფართოვებთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს აეროპორტები 2023 წლის მეორე კვარტალში 1,4 მლნ მგზავრს მოემსახურა. დღეისათვის შიდა რეისები თბილისიდან და ნატახტრიდან სრულდება ამბროლაურის, ბათუმისა და მესტიის მიმართულებით.