https://sputnik-georgia.com/20230904/-----bloomberg-----281922601.html
მდიდარი გასტრონომიული თავგადასავალი - Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
მდიდარი გასტრონომიული თავგადასავალი - Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
Sputnik საქართველო
კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა. 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T15:31+0400
2023-09-04T15:31+0400
2023-09-04T19:44+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262330626_0:51:3169:1833_1920x0_80_0_0_b6980bdb4ec6a88e1e6ddd7c1bc3e527.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტატია მიუძღვნა სახელწოდებით „საქართველოს მდიდარი გასტრონომიული თავგადასავალი“, რომელშიც დეტალურადაა მოთხრობილი ქართული სასმელების, კერძების, ქვეყნის საუკეთესო ისტორიული ადგილებისა და კურორტების შესახებ.ბლოგერები ჯეიმ პოლ სპარფოდი და ბენჯამინ დევიდ ებრელი, რომლებმაც Bloomberg-ის მკითხველებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში იმოგზაურეს, კერძებისა და სასმელების თემაზე ყველაზე პოპულარული ვიდეოების შემქმნელებად ითვლებიან. მათ 2,7 მილიონი ხელმომწერი ჰყავთ Sorted Food YouTube არხზე, რომელიც მაყურებელს 13 წელია სთავაზობს ვიდეოებს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სამზარეულოს შესახებ.Sorted Food-ის გუნდი ხელმომწერებს ამჯერად ქართულ სამზარეულოზე, ტრადიციებზე, რესტორნებსა და შეფ-მზარეულებზე მოუთხრობს.სტატიაში მოთხრობილია ძველი თბილისის, გოგირდის აბანოების, დედაქალაქის ისტორიული ადგილების, რესტორნების, კერძების შესახებ. სტატიის ავტორები ცნობილ ქართველ შეფ-მზარეულებს შეხვდნენ და მათთან ერთად ხინკალი მოამზადეს. ისინი კახეთის რეგიონსაც ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების ტრადიციას.სარეკლამო კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატიას გამოაქვეყნებს, რომლის მიზანია საქართველოში რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262330626_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_b2c4d3472320783fbafbd91a88f2d12c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მდიდარი გასტრონომიული თავგადასავალი - Bloomberg საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
15:31 04.09.2023 (განახლებულია: 19:44 04.09.2023) კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტატია მიუძღვნა სახელწოდებით „საქართველოს მდიდარი გასტრონომიული თავგადასავალი“, რომელშიც დეტალურადაა მოთხრობილი ქართული სასმელების, კერძების, ქვეყნის საუკეთესო ისტორიული ადგილებისა და კურორტების შესახებ.
ბლოგერები ჯეიმ პოლ სპარფოდი და ბენჯამინ დევიდ ებრელი, რომლებმაც Bloomberg-ის მკითხველებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში იმოგზაურეს, კერძებისა და სასმელების თემაზე ყველაზე პოპულარული ვიდეოების შემქმნელებად ითვლებიან. მათ 2,7 მილიონი ხელმომწერი ჰყავთ Sorted Food YouTube არხზე, რომელიც მაყურებელს 13 წელია სთავაზობს ვიდეოებს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სამზარეულოს შესახებ.
Sorted Food-ის გუნდი ხელმომწერებს ამჯერად ქართულ სამზარეულოზე, ტრადიციებზე, რესტორნებსა და შეფ-მზარეულებზე მოუთხრობს.
„მრავალფეროვანი ტრადიციებით გამორჩეული საქართველო ძალიან ძველი ქვეყანაა, რომელიც გზაჯვარედინზე მდებარეობს. თბილისი ძალიან თანამედროვე ქალაქია. საქართველო ავსტრიასა და ირლანდიაზე მცირე ზომის ქვეყანაა. თუ დროში შეზღუდული ხართ, არა უშავს, თქვენ მაინც მოასწრებთ ისტორიული ქალაქების, მშვენიერი მთის სოფლების, საზღვაო, სამთო კურორტებისა და ღვინის რეგიონების მონახულებას", – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში მოთხრობილია ძველი თბილისის, გოგირდის აბანოების, დედაქალაქის ისტორიული ადგილების, რესტორნების, კერძების შესახებ. სტატიის ავტორები ცნობილ ქართველ შეფ-მზარეულებს შეხვდნენ და მათთან ერთად ხინკალი მოამზადეს. ისინი კახეთის რეგიონსაც ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ღვინის დაყენების ტრადიციას.
„სექტემბერი მოსავლის აღების საუკეთესო დროა. ამ პერიოდში ფესტივალები იმართება, თუმცა კახეთში, ღვინის მწარმოებელ მხარეში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეისწავლოთ და გაეცნოთ ქართულ ღვინოს", – აღნიშნულია სტატიაში.
სარეკლამო კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატიას გამოაქვეყნებს, რომლის მიზანია საქართველოში რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვა.