კინჩხის ჩანჩქერთან უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

© courtesy of Nika Shaishmelashviliკინჩხის ჩანჩქერი
კინჩხის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2023
გამოწერა
ადგილობრივ მცხოვრებს ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კინჩხის ჩანჩქერთან ახალგაზრდა მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ადგილობრივი მკვიდრია, ჩანჩქერთან მეგობართან ერთად იმყოფებოდა, მას ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0