https://sputnik-georgia.com/20230904/-------281921403.html
საშიში „ჭორფლი“: ონკოდერმატოლოგი განმარტავს ნიშნებსა და სხვაობას
საშიში „ჭორფლი“: ონკოდერმატოლოგი განმარტავს ნიშნებსა და სხვაობას
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ჭორფლი — მცირე ზომის პიგმენტური ლაქებია კანზე, რომელთაგან ზოგი შესაძლოა საშიში იყოს ადამიანისთვის, აცხადებს ონკოდერმატოლოგი... 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T15:16+0400
2023-09-04T15:16+0400
2023-09-04T19:41+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281921218_0:813:2047:1964_1920x0_80_0_0_0e66d88d4b6a94dce01cd772cad9cf97.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ჭორფლი — მცირე ზომის პიგმენტური ლაქებია კანზე, რომელთაგან ზოგი შესაძლოა საშიში იყოს ადამიანისთვის, აცხადებს ონკოდერმატოლოგი ნატალი გაიდაში.მისი თქმით, ჭორფლი ულტრაიისფერ სხივებზე დაცვითი რეაქციაა და ძირითადად ახალგაზრდებისთვისაა დამახასიათებელი, მისი გაჩენა ადამიანის ფოტოტიპზეა დამოკიდებული.სპეციალისტის განმარტებით, ფოტოტიპს სამი შემადგენელი აქვს: კანის, თმისა და თვალების ფერი.როგორც ონკოდერმატოლოგი ამბობს, ჭორფლი ყველაზე ხშირად პირველი და მეორე ფოტოტიპის ადამიანებში ჩნდება, მესამეში ის უკვე ძალიან იშვიათად გვხვდება. როგორც წესი, ჭორფლი სხეულის იმ ადგილებში ჩნდება, რომლებსაც მზის სხივები სწვდება.ირკვევა, რომ ადამიანებს ჭორფლი ძალიან ხშირად ეშლებათ მზის ლენტიგოში — პიგმენტაციაში, რომელიც ასევე ულტრაიისფერი სხივების გავლენით ჩნდება უფრო მოზრდილი ასაკის ხალხში და დიდი ხნის განმავლობაში რჩება. ეს მაშინ, როდესაც ჭორფლი, როგორც წესი, გაზაფხულზე ჩნდება და შემოდგომაზე ქრება.ექიმის თქმით, ჩვეულებრივი ჭორფლი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გადაიქცეს ლენტიგოდ, თუმცა მათი ერთმანეთისგან გარჩევა არც ისე ძნელია.ამასთან ონკოდერმატოლოგი აღნიშნავს, რომ მზის ლენტიგო არ უქმნის ადამიანს დისკომფორტს და მისი მკურნალობა საჭირო არ არის, თუმცა კონტროლი აუცილებელია, რათა შემთხვევით ლენტიგო-მელანომა (კანის ძალიან საშიში ონკოდაავადება) არ გამოგვეპაროს.შესაბამისად, სპეციალისტი ურჩევს პირველი და მეორე ფოტოტიპის ადამიანებს, შემოდგომობით ყოველწლიურად ჩაიტარონ დერმატოლოგიური გამოკვლევა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281921218_0:624:2047:2159_1920x0_80_0_0_5ff7b734d819c82a87ed5cbe85efeca9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ჭორფლი — მცირე ზომის პიგმენტური ლაქებია კანზე, რომელთაგან ზოგი შესაძლოა საშიში იყოს ადამიანისთვის, აცხადებს ონკოდერმატოლოგი ნატალი გაიდაში.
მისი თქმით, ჭორფლი ულტრაიისფერ სხივებზე დაცვითი რეაქციაა და ძირითადად ახალგაზრდებისთვისაა დამახასიათებელი, მისი გაჩენა ადამიანის ფოტოტიპზეა დამოკიდებული.
სპეციალისტის განმარტებით, ფოტოტიპს სამი შემადგენელი აქვს: კანის, თმისა და თვალების ფერი.
პირველ ფოტოტიპს განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ღია ფერის კანი და ასევე ღია ფერის თვალები აქვთ. ისინი აუცილებლად იწვებიან ულტრაიისფერ სხივებთან ნებისმიერი კონტაქტისას;
მეორე ფოტოტიპი — ეს ის შემთხვევაა, როდესაც თმა და კანი გამუქებას იწყებს, თვალები კი კვლავ ღია ფერისაა;
მესამე ფოტოტიპი — ეს შედარებით მუქი კანი და თმებია, რა დროსაც თვალები შეიძლება იყოს როგორც ცისფერი, ისე ყავისფერი;
მეოთხე ფოტოტიპი — სრულიად მუქი კანი, თმები და თვალები;
მეხუთე ფოტოტიპი — ეს უკვე ნეგროიდული რასაა.
როგორც ონკოდერმატოლოგი ამბობს, ჭორფლი ყველაზე ხშირად პირველი და მეორე ფოტოტიპის ადამიანებში ჩნდება, მესამეში ის უკვე ძალიან იშვიათად გვხვდება. როგორც წესი, ჭორფლი სხეულის იმ ადგილებში ჩნდება, რომლებსაც მზის სხივები სწვდება.
ირკვევა, რომ ადამიანებს ჭორფლი ძალიან ხშირად ეშლებათ მზის ლენტიგოში — პიგმენტაციაში, რომელიც ასევე ულტრაიისფერი სხივების გავლენით ჩნდება უფრო მოზრდილი ასაკის ხალხში და დიდი ხნის განმავლობაში რჩება. ეს მაშინ, როდესაც ჭორფლი, როგორც წესი, გაზაფხულზე ჩნდება და შემოდგომაზე ქრება.
ექიმის თქმით, ჩვეულებრივი ჭორფლი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გადაიქცეს ლენტიგოდ, თუმცა მათი ერთმანეთისგან გარჩევა არც ისე ძნელია.
„ჭორფლისადმი მიდრეკილ ადამიანებში ძალიან დიდია კანის დამწვრობისა და ჭორფლის ლენტიგოდ გარდაქმნის რისკი. ანუ, თუ ადამიანი მზეზე დაიწვა და კანზე პიგენტური ლაქები გაუჩნდა, ეს უკვე ჭორფლი კი არა, ლენტიგოა. როგორც წესი, ის ჭორფლზე მსხვილია და მუქიც“, — განმარტა მედიკოსმა.
ამასთან ონკოდერმატოლოგი აღნიშნავს, რომ მზის ლენტიგო არ უქმნის ადამიანს დისკომფორტს და მისი მკურნალობა საჭირო არ არის, თუმცა კონტროლი აუცილებელია, რათა შემთხვევით ლენტიგო-მელანომა (კანის ძალიან საშიში ონკოდაავადება) არ გამოგვეპაროს.
შესაბამისად, სპეციალისტი ურჩევს პირველი და მეორე ფოტოტიპის ადამიანებს, შემოდგომობით ყოველწლიურად ჩაიტარონ დერმატოლოგიური გამოკვლევა.