რატომ ვერ მოერია რაკეტები სეტყვას კახეთში: კომპანია „დელტას“ განმარტება

© courtesy of STC Deltaსეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი
სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2023
გამოწერა
შაბათს უამინდობამ კახეთის სამ მუნიციპალიტეტში მოსავალი გაანადგურა
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა, იტყობინება სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა".
შაბათს, 2 სექტემბერს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში, კერძოდ კი ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.
„დელტას“ ინფორმაციით, დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1404 კვადრატული კილომეტრი შეადგინა (140.400 ჰა), სულ დამუშავდა 10 სეტყვასაშიში კერა, გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა.

„ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე „დელტას“ მიერ დამატებითი ძალები იქნა მობილიზებული კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს, აღნიშნეს უწყებაში.
სახელმწიფო სეტყვით დაზიანებულ ყურძენს ჩაიბარებს >>
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტი მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოში 2015 წლის გაზაფხულიდან ფუნქციონირებს. პირველად იგი კახეთში დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და საწყის სტადიაზე მათი კონტროლი. კახეთის ყველა რაიონში საცეცხლე წერტილებია განლაგებული. განიხილება სისტემის დამონტაჟების შესაძლებლობა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.
ყველა ახალი ამბავი
0