https://sputnik-georgia.com/20230903/coxataursi-ocnebis-aqtivistebsa-da-opozicias-soris-cxubi-moxda-sss-m-saqme-arzra-281910220.html
ჩოხატაურში „ოცნების“ აქტივისტებსა და ოპოზიციას შორის ჩხუბი მოხდა: შსს-მ საქმე აღძრა
ჩოხატაურში „ოცნების“ აქტივისტებსა და ოპოზიციას შორის ჩხუბი მოხდა: შსს-მ საქმე აღძრა
Sputnik საქართველო
ჩხუბის მონაწილეების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 03.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-03T19:08+0400
2023-09-03T19:08+0400
2023-09-03T19:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გურია
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277863099_0:156:3078:1887_1920x0_80_0_0_8e57cc506c8cbd5b9520caee88480c04.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.ტელეარხის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრები გურიაში ჩასულ მათი პარტიის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, დაპირისპირება იმ მომენტში დაიწყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდნენ, სადაც განმარტებული იყო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოედნის გასხვისებას აპირებს.დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის, „ქართული ოცნების“ წევრის, ავთო მეგრელიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პროვოკაცია მოაწყვეს.როგორც მეგრელიძემ აღნიშნა, მის თანმხლებ პირს „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სახეში სილა გაარტყა, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა.მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა შესაბამისი პასუხი მიიღეს.ჩხუბის მონაწილეების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/14/277863099_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_4f4afe4567cd70386ac0922e7e1118b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გურია , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გურია , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ჩოხატაურში „ოცნების“ აქტივისტებსა და ოპოზიციას შორის ჩხუბი მოხდა: შსს-მ საქმე აღძრა
ჩხუბის მონაწილეების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრები გურიაში ჩასულ მათი პარტიის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, დაპირისპირება იმ მომენტში დაიწყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდნენ, სადაც განმარტებული იყო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოედნის გასხვისებას აპირებს.
„ეს ადამიანები ფიზიკურად დაგვესხნენ თავს. რატომ? იმიტომ, რომ ჩოხატაურელებს არ ვუთხრათ, რომ დუმბაძის სკვერის გასხვისება უნდათ („ქართულ ოცნებას“). აი, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით მჟავანაძემ.
დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის, „ქართული ოცნების“ წევრის, ავთო მეგრელიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პროვოკაცია მოაწყვეს.
როგორც მეგრელიძემ აღნიშნა, მის თანმხლებ პირს „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სახეში სილა გაარტყა, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
„ჩემს პირად საქმეზე მივდიოდი ჩემს მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ნაცმოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლები ბაზრობაზე არიგებდნენ რაღაც ფურცლებს. ერთ-ერთმა მათგანმა როდესაც დამინახა, ეგრევე გადავიდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მოაწყო პროვოკაცია და ხელი დაარტყა ჩემს თანმხლებ პირს“, - განაცხადა ავთო მეგრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა შესაბამისი პასუხი მიიღეს.
ჩხუბის მონაწილეების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.