საქართველოში ინტერნეტით მოსახლეობის 89% სარგებლობს - ბოლო სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2023
გამოწერა
ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 82,7%-მა
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 89%, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0,6%-ით აღემატება, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" კვლევაში „შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლებ
ქალაქებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0,3%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლად - 1%-ით და, შესაბამისად, ამ მაჩვენებელმა 93% და 83,4% შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აჭარაში (96,2%) და თბილისში (94,2%).
კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 82,7%-მა, რაც 2,8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
აღინიშნა, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 93% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 6,4% - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 0,6% კი - უფრო იშვიათად.
15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეების მიერ ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზნები:
სოციალური ქსელების გამოყენება— 95,6%
ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი– 94,3%
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება – 50,5%
ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა– 49,1%
ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა – 47,1%
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება – 45,2%
ელექტრონული ფოსტის მიღება/გაგზავნა – 41,6%
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა -16,1%
სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა – 13,3%.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57,7%.
ბოლო სამი თვის განმავლობაში 15 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტ მომხმარებელთა 99,1% იყენებდა მობილურ მოწყობილობებს (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, ტაბლეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად.
ბოლო 3 თვის განმავლობაში კომპიუტერით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 52,3%-მა.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ექვსი წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 89,8%-ს აქვს მობილური ტელეფონები, რაც 1,7%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0