ყაზახეთის მკვიდრი თურქეთში ფეხით გაემგზავრა საქართველოს გავლით - ვიდეო

გამოწერა
„მოგზაურობა არასოდესაა გვიანი“, - ამბობს 73 წლის ყაზახეთის მოქალაქე სარსენბაი კოტყრაშოვი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ათირაუდან სტამბულში ფეხით მიემგზავრება
მოგზაურობა სარსენბაი კოტყრაშოვმა 2 აგვისტოს დაიწყო და 12 ოქტომბრამდე სტამბულში ჩასვლას გეგმავს. მისი მარშრუტი საქართველოზე გადის, ამიტომ Sputnik-საქართველოს გადამღებმა ჯგუფბა მოგზაურთან გასაუბრება გადაწყვიტა.
სარსენბაიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალგაზრდობაში სპორტზე არ უვლია, რადგან 9 წლის ასაკიდან მუშაობდა და პარალელურად სწავლობდა. ის პროფესიით მჭედელია, თუმცა ახლა მას მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების მიღების სურვილი ამოძრავებს.
სარსენბაი დღეში დაახლოებით 40 კილომეტრს გადის, თან აქვს ერთი ზურგჩანთა და ჩემოდანი, რომელიც ურიკის საშუალებით გადააქვს. ის უკვე ერთი თვეა გზაშია. ამ დროის განმავლობაში უკვე ორი წყვილი ფეცხსაცმელი გაცვითა და შვიდჯერ შეუცვალა ბორბლები ურიკას.
მოგზაურის თქმით, მისი ქალიშვილი, შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ამაყობენ მისით და მხარს უჭერენ მის იდეას.
თურქეთი სარსენბაის საბოლოოს დანიშნულების წერტილი არ არის. ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გეგმავს. სარსენბაის გათვლებით, ტურნეს 2 წელი დაჭირდება და დასრულდება 2025 წლის აგვისტოში.
თურქეთიდან მოგზაური აპირებს გაემართოს ბულგარეთში, სერბეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.
საფრანგეთიდან გეგმავს გადაფრინდეს აშშ-ში, სადაც ზამთარში რამდენიმე შტატის გავლას გეგმავს, გაზაფხულზე კი ჩინეთში გადაფრინდება, იქიდან წავა მონღოლეთში. მოგზაურობა კი ყაზახეთში დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0