https://sputnik-georgia.com/20230901/saqartvelos-istoria-sah-abasis-gaqristianebis-evropuli-gegma-qetevan-dedoflis-wameba-281857596.html
შაჰ-აბასის გაქრისტინების ევროპული გეგმა, ანუ ამბავი ქეთევან დედოფლის წამებისა
შაჰ-აბასის გაქრისტინების ევროპული გეგმა, ანუ ამბავი ქეთევან დედოფლის წამებისა
1587 წელს სპარსეთის სამეფო ტახტზე აბას I ავიდა. ახალმა შაჰმა მიზნად ოსმალეთის იმპერიის დასუსტება დაისახა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით... 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T15:40+0400
2023-09-01T15:40+0400
2023-09-01T19:36+0400
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23747/05/237470591_359:746:4203:2908_1920x0_80_0_0_fdf515ec3748a86df5c7a28603509229.jpg
1587 წელს სპარსეთის სამეფო ტახტზე აბას I ავიდა. ახალმა შაჰმა მიზნად ოსმალეთის იმპერიის დასუსტება დაისახა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით უზარმაზარ იმპერიასთან ჭიდილი გაუჭირდებოდა, ოსმალეთის წინააღმდეგ მომავალ ბრძოლებში ქრისტიანული ვროპის მხარდაჭერა ჰაერივით ესაჭიროებოდა.და შაჰმაც ენამზეობა დაიწყო ევროპელი მონარქებისა და რომის პაპის წინაშე: ანტიოსმალური მოძრაობის საფუძველს აღმოსავლეთში ჩემი მხრიდან ქრისტიანებისადმი დიდი სიყვარული და შემწყნარებლობა წარმოადგენს, ქრისტიანებისადმი სიყვარული იმის შემდეგ უფრო გამიმძაფრდა, რაც ცოლად ქართლის მეფე სვიმონის ასული შევირთე, ხოლო ჩემი ვაზირები ან ქრისტიანები არიან, ან ქრისტიანებისადმი კეთილგანწყობილნიო.უფრო მეტიც, აბას პირველმა ვატიკანთან გააფორმა ისტორიული ხელშეკრულება, სადაც შავით თეთრზე ეწერა:ევროპამ დაიჯერა ფარისეველი შაჰის დაპირებები. რომის პაპი კლემენტი მერვე სიხარულს ვერ მალავდა აღმოსავლეთში „ახალი კიროსის“ გამოჩენით. ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დამწველი პაპისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ „ქრისტეანთა მფარველი“ შაჰის მიმართ ქების სიტყვებს არც ესპანეთის იმპერატორი ფილიპე III იშურებდა, რომელიც აბასს მოუწოდებდა, ურჯულოთაგან დაეხსნა ქრისტეს საფლავი!ევროპელები, გარდა იმისა, რომ უახლეს ცეცხლსასროლ იარაღს აწვდიდნენ, კიდეც წვრთნიდნენ შაჰის მეომრებს. მეტიც, ვატიკანში გეგმაც კი შემუშავდა, თუ როგორ მოექციათ შაჰ-აბასი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.1601 წელს კარდინალმა ალდობრანდინიმ (პაპის ძმისწულმა) სპეციალური ინსტრუქცია შეადგინა შაჰ-აბასთან გასაგზავნი ავგუსტინელი მისიონერების — ფრანჩესკო და კოსტასა და დონ დიეგო დე მირანდას სახელზე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაეცნოთ და ექადაგათ მათ ქრისტიანული სარწმუნოება ირანის შაჰისთვის.1608 წელს სპარსეთის მბრძანებელთან ჩასულმა ელჩებმა, ანტიოსმალურ გეგმასთან ერთად, შაჰ-აბასს რომის პაპისგან საჩუქრად გაგზავნილი ოქროს ჯვარიც გადასცეს. აბასმა პასუხად კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „მის დიდ სიყვარულსა და მფარველობას ქრისტიანთა მიმართ“, და ნათქვამის დასტურად პაპს შეუთვალა: „თქვენი გამოგზავნილი ოქროს ჯვარი კახთა მეფეს ვუსახსოვრე, ხოლო ჩემი ხელით და დიდი რუდუნებით გამოთლილი ხის ჯვარი — ქართველების პატრიარქს...“ის კი აღარ მისწერა, ჯვართან ერთად ჯარსაც რომ გზავნიდა ჯვრის მტარებელთა შესამუსრად საქართველოში.საუბედუროდ, მაშინდელ ევროპაში შაჰის სიტყვებისა უფრო სჯეროდათ — ევროპელებს არ ესმოდათ ყიზილბაშთა მიერ მრავალჯერ აწიოკებული ქართველი ხალხის გმინვა.არავინ იცის, კიდევ რამდენს ხანს გასტანდა ევროპისა და „ქრისტეანთა მფარველი“ შაჰის პოლიტიკური ფლირტი, რომ არა 1624 წლის 22 სექტემბერს სპარსეთის ქალაქ შირაზში მომხდარი შემაძრწუნებელი ფაქტი — ქრისტეს რჯულის ერთგულებისთვის აწამეს და სიკვდილით დასაჯეს ქეთევან დედოფალი.შაჰი დიდი ხნის განმავლობაში „კარგად ფუთავდა“ ქართლ-კახეთისა და სომხეთის გავერანებას, რათა ეს დასავლეთ ევროპისთვის თვალშისაცემი არ ყოფილიყო, მაგრამ ქეთევანის წამების ამბავი, სპარსეთში მყოფი კათოლიკე მისიონერების წყალობით, მთელი საქრისტიანოსთვის გახდა ცნობილი.გაოგნდნენ დიდი აბასით მოხიბლული ევროპელები. დედოფალ გატევანდას (ქეთევანს კატარინასა და გატევანდას უწოდებდნენ პორტუგალიელი მისიონერები) ამბავმა ქარიშხალივით გადაუარა პორტუგალიასა და ევროპას.ქეთევან დედოფალი შვილიშვილებთან ერთად თითქმის ათი წლის განმავლობაში მძევლად იმყოფებოდა შირაზში. ერთი გადმოცემის თანახმად, მისი იქ ყოფნა შაჰს შესაძლოა დავიწყებულიც ჰქონოდა, ისევ ქართველებს რომ არ შეეხსენებინათო.როგორც ამბობენ, შაჰ-აბასს, რომელსაც მის კარზე მყოფ ქართველებთან დროსტარება ჰყვარებია, ერთ დღეს უკითხავს მათთვის – თქვენ ჩემი უერთგულესი მსახურები ხართ, საუკეთესო მუსლიმები, დედათქვენები რატომ რჩებიან ქრისტეს სჯულზეო? ამაზე ქართველებს უპასუხიათ, ქეთევან დედოფალს ვერ უტეხენ ხათრს და იმიტომო.და ირანის ლომმა შირაზის ხანს შეუთვალა, გაემაჰმადიანებინა ტყვე დედოფალი. ხოლო თუ გაჯიუტდებოდა, სამაგალითოდ დაესაჯა.შეძრწუნდა იმამ ყული-ხანი, წარმოშობით ქართველი, ალავერდი-ხან უნდილაძის შვილი. უთქვამს, ვიცი, რჯულს არ შეიცვლის დედოფალი და უკადრებელი როგორ ვაკადროო. სამი თვის განმავლობაში უმალავდა თურმე ისპაჰანიდან მოსულ ბრძანებას ქეთევანს. ბოლოს მაინც აუწყა შაჰის გადაწყვეტილება და გამაჰმადიანება ურჩია თავის გადასარჩენად.მაგრამ დედოფალმა კარგად იცოდა, რომ მისი გამაჰმადიანება ვნების მეტს არაფერს მოუტანდა მის სამშობლოსა და ძეს მისას, კახეთის მეფე თეიმურაზ პირველს. ამიტომ სასტიკი უარი თქვა ქრისტეანობის დატევებაზე:ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრული უცხოელმა და ქართველმა თვითმხილველებმა აღწერეს. მათი მონათხრობი დღემდე დაუჯერებლად ეჩვენება ბევრს — ამბობენ, მემატიანეებმა გააზვიადეს წამების ამბავი, თორემ როგორ შეიძლება, დედოფალი ესოდენ არაადამიანური, სადისტური წამების შემდეგ სიკვდილის წუთამდე სრულ გონებაზე ყოფილიყოო?არადა, ისტორიულ წყაროებში გადაჭარბებული არაფერია. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, როგორც წყაროებშია აღწერილი — წამების ყველა დეტალი სრული სიზუსტითაა გადმოცემული...ქეთევანის წამებას შედეგად მოჰყვა საქართველოს გამოფხიზლება და თავისუფლების სულის ჯერ არნახული აღზევება. ამის შედეგი იყო 1625 წელს ჯერ მარტყოფის ბრძოლა, სადაც სეფიანთა ირანის ლაშქარი გაანადგურეს ქართველებმა შაჰ-აბასის საყვარელ მხედართმთავართან ყარჩიხა-ხანთან ერთად, შემდეგ კი იმავე წლის შემოდგომის პირზე – მარაბდის ბრძოლა, სადაც სეფიანთა ირანის ჯარი იმდენად დაზარალდა, რომ ფაქტობრივად ბრძოლისუნარიანობა დაკარგა.ქეთევანის მოწამეობამ საბოლოოდ ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა გურჯისტანთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის ელიტისა და მთელი მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას გულისხმობდა...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23747/05/237470591_0:0:4608:3456_1920x0_80_0_0_ebbe1cf0f0b60de9a25bd74aae1dc4d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე, წასაკითხი ამბები
1587 წელს სპარსეთის სამეფო ტახტზე აბას I ავიდა. ახალმა შაჰმა მიზნად ოსმალეთის იმპერიის დასუსტება დაისახა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით უზარმაზარ იმპერიასთან ჭიდილი გაუჭირდებოდა, ოსმალეთის წინააღმდეგ მომავალ ბრძოლებში ქრისტიანული ვროპის მხარდაჭერა ჰაერივით ესაჭიროებოდა.
და შაჰმაც ენამზეობა დაიწყო ევროპელი მონარქებისა და რომის პაპის წინაშე: ანტიოსმალური მოძრაობის საფუძველს აღმოსავლეთში ჩემი მხრიდან ქრისტიანებისადმი დიდი სიყვარული და შემწყნარებლობა წარმოადგენს, ქრისტიანებისადმი სიყვარული იმის შემდეგ უფრო გამიმძაფრდა, რაც ცოლად ქართლის მეფე სვიმონის ასული შევირთე, ხოლო ჩემი ვაზირები ან ქრისტიანები არიან, ან ქრისტიანებისადმი კეთილგანწყობილნიო.
უფრო მეტიც, აბას პირველმა ვატიკანთან გააფორმა ისტორიული ხელშეკრულება, სადაც შავით თეთრზე ეწერა:
შაჰი კისრულობს, რომის კათოლიკურ ეკლესიას დაუმორჩილოს მის სახელმწიფოში შემავალი ქრისტიანები — ქართველები, სომხები და ყველა სხვა;
შაჰი ნებას რთავს ქრისტიანებს, დაფუძნდნენ მის სახელმწიფოში, იქადაგონ და თავისუფლად შეასრულონ ღვთისმსახურება ყველა პრივილეგიით;
შაჰი უფლებას იტოვებს სამომავლოდ, რომ ყველა საკითხი ქრისტიანების შესახებ პირადად შეათანხმოს პაპთან...
ევროპამ დაიჯერა ფარისეველი შაჰის დაპირებები. რომის პაპი კლემენტი მერვე სიხარულს ვერ მალავდა აღმოსავლეთში „ახალი კიროსის“ გამოჩენით. ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დამწველი პაპისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ „ქრისტეანთა მფარველი“ შაჰის მიმართ ქების სიტყვებს არც ესპანეთის იმპერატორი ფილიპე III იშურებდა, რომელიც აბასს მოუწოდებდა, ურჯულოთაგან დაეხსნა ქრისტეს საფლავი!
ევროპელები, გარდა იმისა, რომ უახლეს ცეცხლსასროლ იარაღს აწვდიდნენ, კიდეც წვრთნიდნენ შაჰის მეომრებს.
მეტიც, ვატიკანში გეგმაც კი შემუშავდა, თუ როგორ მოექციათ შაჰ-აბასი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.
1601 წელს კარდინალმა ალდობრანდინიმ (პაპის ძმისწულმა) სპეციალური ინსტრუქცია შეადგინა შაჰ-აბასთან გასაგზავნი ავგუსტინელი მისიონერების — ფრანჩესკო და კოსტასა და დონ დიეგო დე მირანდას სახელზე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაეცნოთ და ექადაგათ მათ ქრისტიანული სარწმუნოება ირანის შაჰისთვის.
1608 წელს სპარსეთის მბრძანებელთან ჩასულმა ელჩებმა, ანტიოსმალურ გეგმასთან ერთად, შაჰ-აბასს რომის პაპისგან საჩუქრად გაგზავნილი ოქროს ჯვარიც გადასცეს. აბასმა პასუხად კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „მის დიდ სიყვარულსა და მფარველობას ქრისტიანთა მიმართ“, და ნათქვამის დასტურად პაპს შეუთვალა: „თქვენი გამოგზავნილი ოქროს ჯვარი კახთა მეფეს ვუსახსოვრე, ხოლო ჩემი ხელით და დიდი რუდუნებით გამოთლილი ხის ჯვარი — ქართველების პატრიარქს...“
ის კი აღარ მისწერა, ჯვართან ერთად ჯარსაც რომ გზავნიდა ჯვრის მტარებელთა შესამუსრად საქართველოში.
საუბედუროდ, მაშინდელ ევროპაში შაჰის სიტყვებისა უფრო სჯეროდათ — ევროპელებს არ ესმოდათ ყიზილბაშთა მიერ მრავალჯერ აწიოკებული ქართველი ხალხის გმინვა.
არავინ იცის, კიდევ რამდენს ხანს გასტანდა ევროპისა და „ქრისტეანთა მფარველი“ შაჰის პოლიტიკური ფლირტი, რომ არა 1624 წლის 22 სექტემბერს სპარსეთის ქალაქ შირაზში მომხდარი შემაძრწუნებელი ფაქტი — ქრისტეს რჯულის ერთგულებისთვის აწამეს და სიკვდილით დასაჯეს ქეთევან დედოფალი.
შაჰი დიდი ხნის განმავლობაში „კარგად ფუთავდა“ ქართლ-კახეთისა და სომხეთის გავერანებას, რათა ეს დასავლეთ ევროპისთვის თვალშისაცემი არ ყოფილიყო, მაგრამ ქეთევანის წამების ამბავი, სპარსეთში მყოფი კათოლიკე მისიონერების წყალობით, მთელი საქრისტიანოსთვის გახდა ცნობილი.
გაოგნდნენ დიდი აბასით მოხიბლული ევროპელები. დედოფალ გატევანდას (ქეთევანს კატარინასა და გატევანდას უწოდებდნენ პორტუგალიელი მისიონერები) ამბავმა ქარიშხალივით გადაუარა პორტუგალიასა და ევროპას.
ქეთევან დედოფალი შვილიშვილებთან ერთად თითქმის ათი წლის განმავლობაში მძევლად იმყოფებოდა შირაზში. ერთი გადმოცემის თანახმად, მისი იქ ყოფნა შაჰს შესაძლოა დავიწყებულიც ჰქონოდა, ისევ ქართველებს რომ არ შეეხსენებინათო.
როგორც ამბობენ, შაჰ-აბასს, რომელსაც მის კარზე მყოფ ქართველებთან დროსტარება ჰყვარებია, ერთ დღეს უკითხავს მათთვის – თქვენ ჩემი უერთგულესი მსახურები ხართ, საუკეთესო მუსლიმები, დედათქვენები რატომ რჩებიან ქრისტეს სჯულზეო? ამაზე ქართველებს უპასუხიათ, ქეთევან დედოფალს ვერ უტეხენ ხათრს და იმიტომო.
და ირანის ლომმა შირაზის ხანს შეუთვალა, გაემაჰმადიანებინა ტყვე დედოფალი. ხოლო თუ გაჯიუტდებოდა, სამაგალითოდ დაესაჯა.
შეძრწუნდა იმამ ყული-ხანი, წარმოშობით ქართველი, ალავერდი-ხან უნდილაძის შვილი. უთქვამს, ვიცი, რჯულს არ შეიცვლის დედოფალი და უკადრებელი როგორ ვაკადროო. სამი თვის განმავლობაში უმალავდა თურმე ისპაჰანიდან მოსულ ბრძანებას ქეთევანს. ბოლოს მაინც აუწყა შაჰის გადაწყვეტილება და გამაჰმადიანება ურჩია თავის გადასარჩენად.
მაგრამ დედოფალმა კარგად იცოდა, რომ მისი გამაჰმადიანება ვნების მეტს არაფერს მოუტანდა მის სამშობლოსა და ძეს მისას, კახეთის მეფე თეიმურაზ პირველს. ამიტომ სასტიკი უარი თქვა ქრისტეანობის დატევებაზე:
„ფრიად მადრიელ ვარ და მაქებელ კაცობრიობითსა ლმობასა მაგას შენსა, ზედა გულმტკივნეულებასა ჩემთვის, მაგრამ შეუძლებელ არს ჩემ მიერ უარის ყოფა ქრისტე მეუფისა ჩემისა“.
ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრული უცხოელმა და ქართველმა თვითმხილველებმა აღწერეს. მათი მონათხრობი დღემდე დაუჯერებლად ეჩვენება ბევრს — ამბობენ, მემატიანეებმა გააზვიადეს წამების ამბავი, თორემ როგორ შეიძლება, დედოფალი ესოდენ არაადამიანური, სადისტური წამების შემდეგ სიკვდილის წუთამდე სრულ გონებაზე ყოფილიყოო?
არადა, ისტორიულ წყაროებში გადაჭარბებული არაფერია. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, როგორც წყაროებშია აღწერილი — წამების ყველა დეტალი სრული სიზუსტითაა გადმოცემული...
ქეთევანის წამებას შედეგად მოჰყვა საქართველოს გამოფხიზლება და თავისუფლების სულის ჯერ არნახული აღზევება. ამის შედეგი იყო 1625 წელს ჯერ მარტყოფის ბრძოლა, სადაც სეფიანთა ირანის ლაშქარი გაანადგურეს ქართველებმა შაჰ-აბასის საყვარელ მხედართმთავართან ყარჩიხა-ხანთან ერთად, შემდეგ კი იმავე წლის შემოდგომის პირზე – მარაბდის ბრძოლა, სადაც სეფიანთა ირანის ჯარი იმდენად დაზარალდა, რომ ფაქტობრივად ბრძოლისუნარიანობა დაკარგა.
ქეთევანის მოწამეობამ საბოლოოდ ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა გურჯისტანთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის ელიტისა და მთელი მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას გულისხმობდა...