https://sputnik-georgia.com/20230901/sabrzolo-zmoba-2023-belarussi-281861534.html
ბელარუსში სამხედრო წვრთნები „საბრძოლო ძმობა 2023“ დაიწყო
ბელარუსში სამხედრო წვრთნები „საბრძოლო ძმობა 2023“ დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) კონტინგენტების სამხედრო წვრთნები „საბრძოლო ძმობა 2023" ოფიციალურად... 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T17:30+0400
2023-09-01T17:30+0400
2023-09-01T20:21+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია
პოლიტიკა
სამხედრო წვრთნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/01/281861365_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_a20f0af327906b7cf905ca4b08bbaed7.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) კონტინგენტების სამხედრო წვრთნები „საბრძოლო ძმობა 2023" ოფიციალურად დაიწყო ბელარუსის ტერიტორიაზე. მანევრები 6 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.2023 წელს CSTO-ს, რომელშიც ექვსი სახელმწიფო — სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი შედის, მინსკი თავმჯდომარეობს. ბელარუსში, სომხეთის გარდა, ყველა ამ ქვეყანამ გაგზავნა თავისი სამხედროები.სწავლების გახსნის ცერემონია პარასკევს გაიმართა „ბრესტის გმირი ციხე-სიმაგრის" მოედანზე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა, CSTO-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა ანატოლი სიდოროვმა, ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვიქტორ გულევიჩმა, ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ პაველ მურავეიკომ, ბრესტის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ იური შულეიკომ.ამ დროისათვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენიმე სწავლება ტარდება. ძირითადი ოპერატიულ-სტრატეგიული მანევრების გარდა, პროგრამაში მითითებულია სპეციალური ღონისძიებები დაზვერვის, მედიკოსებისა და ქიმიურ-ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვის ფორმირებებისთვის.სწავლება „საბრძოლო ძმობა 2023" CSTO-ს მართვის ორგანოებისა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ძალებისა და საშუალებების ერთობლივი მომზადების 2023 წლის გეგმის შესაბამისად ტარდება. მათში მონაწილეობენ სამხედრო კონტინგენტები, ოპერატიული ჯგუფები, საპოლიციო (მილიციის) ძალები, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგანგებო სიტუაციების სამინისტროების დანაყოფები, CSTO-ს გაერთიანებული შტაბისა და სამდივნოს ოპერატიული ჯგუფები, ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის დანაყოფები.მანევრებში სულ ჩართულია 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 500-ზე მეტი ერთეული შეიარაღება, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/01/281861365_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_3734f006777e3fd9e66441b19711203d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, პოლიტიკა, სამხედრო წვრთნები
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, პოლიტიკა, სამხედრო წვრთნები
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) კონტინგენტების სამხედრო წვრთნები „საბრძოლო ძმობა 2023" ოფიციალურად დაიწყო ბელარუსის ტერიტორიაზე. მანევრები 6 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
2023 წელს CSTO-ს, რომელშიც ექვსი სახელმწიფო — სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი შედის, მინსკი თავმჯდომარეობს. ბელარუსში, სომხეთის გარდა, ყველა ამ ქვეყანამ გაგზავნა თავისი სამხედროები.
სწავლების გახსნის ცერემონია პარასკევს გაიმართა „ბრესტის გმირი ციხე-სიმაგრის" მოედანზე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა, CSTO-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა ანატოლი სიდოროვმა, ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვიქტორ გულევიჩმა, ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ პაველ მურავეიკომ, ბრესტის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ იური შულეიკომ.
ამ დროისათვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენიმე სწავლება ტარდება. ძირითადი ოპერატიულ-სტრატეგიული მანევრების გარდა, პროგრამაში მითითებულია სპეციალური ღონისძიებები დაზვერვის, მედიკოსებისა და ქიმიურ-ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვის ფორმირებებისთვის.
სწავლება „საბრძოლო ძმობა 2023" CSTO-ს მართვის ორგანოებისა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ძალებისა და საშუალებების ერთობლივი მომზადების 2023 წლის გეგმის შესაბამისად ტარდება. მათში მონაწილეობენ სამხედრო კონტინგენტები, ოპერატიული ჯგუფები, საპოლიციო (მილიციის) ძალები, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგანგებო სიტუაციების სამინისტროების დანაყოფები, CSTO-ს გაერთიანებული შტაბისა და სამდივნოს ოპერატიული ჯგუფები, ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის დანაყოფები.
მანევრებში სულ ჩართულია 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 500-ზე მეტი ერთეული შეიარაღება, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა.