მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიამ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა

  - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის მთავრობამ ახალი სანქციები დაამტკიცა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, განაცხადა იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაძუ მანუცუმ.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებში ჩართულ სამ ორგანიზაციასა და ოთხ პირს შეეხება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2023
მსოფლიო დღეს
ფხენიანის გეგმები: იაპონიის პრემიერმა სრული მზადყოფნის განკარგულება გასცა
როგორც მაცუნომ აღნიშნა, „აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მხარდამხარ“, შეზღუდვები, რომლებიც აქტივების გაყინვასა და სხვა ზომებს ითვალისწინებს, ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული იაპონელებისა და ფხენიანის სარაკეტო პროგრამის პრობლემების გადაჭრის მიზნით დაწესდა.

„ჩვენი ქვეყანა ჩრდილოეთ კორეისგან აქტიურ ქმედებებს მოითხოვს იაპონიის დაკავებული მოქალაქეების, ბირთვული და სარაკეტო პროგრამების პრობლემების გადასაჭრელად", — განაცხადა მაცუნომ.

ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა ფრენის სიშორემ 350 და 400 კილომეტრი შეადგინა, ფრენის სიმაღლემ კი — 50 კილომეტრი. მანამდე, 24 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეამ ჯაშუში თანამგზავრის გაშვება სცადა, თუმცა, როგორც მაისის პირველი მცდელობა, ესეც წარუმატებლად დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0