ჩხუბი და დაპირისპირება მეტროს სადგურ „დელისთან": დაწყებულია გამოძიება

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ხუთი ადამიანი დააკავეს.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, მეტროს სადგურ „დელისთან" რამდენიმე ადამიანი პოლიციელებსა და მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამი ქალი მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვას ცდილობდა, ორი არასრულწლოვანი კი მათ გარეთ ელოდებოდა.
პოლიციელებსა და ჟურნალისტებს სწორედ არასრულწლოვნები დაუპირისპირდნენ, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.
მომხდარის შედეგად დაკავებულია ხუთი ადამიანი. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0