მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქსი: BRICS-ის გაფართოება დასავლურ სანქციებზე იმოქმედებს

© photo: Sputnik / Grigori Sisoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება BRICS-ის გაფართოება უდიდეს გავლენას მოახდენს დასავლეთის სანქციებზე, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არღვევს, ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ამერიკელმა ეკონომისტმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა განუცხადა.

„დასავლეთის სანქციები არ არის ძალიან ძლიერი იმ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი ან უმეტესი ნაწილი მათ წინააღმდეგ არის განწყობილი. BRICS-ის ქვეყნები წინააღმდეგობას უწევენ დასავლეთის სანქციებს და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს", — ასე უპასუხა მან შეკითხვას, იმოქმედებს თუ არა გაერთიანების გაფართოება დასავლეთის სანქციებზე.

ამასთან საქსმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციებს საერთო ჯამში საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს, რადგან შეზღუდვები გაეროს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა წესდებოდეს.
სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება BRICS ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს. გასულ კვირაში იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტი გაიმართა, რომლის შედეგადაც ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არგენტინა, ეგვიპტე, ირანი, ეთიოპია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი ალიანსის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. ჯგუფის ფორმალური გაფართოება 2024 წლის 1 იანვარს მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0