მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვინაობა დადასტურდა: ალპებში 1971 წელს დაღუპული ალპინისტის ნეშტი იპოვეს

© AP Photo / Matthias Schraderალპები
ალპები - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. შვეიცარიაში დასრულდა ადამიანის ნეშტის იდენტიფიცირება, რომელიც ალპური მყინვარის დნობის შედეგად აღმოაჩინეს მთებში, იუწყება AFP.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს 1971 წელს დაკარგული ბრიტანელი ალპინისტია.
როგორც AFP წერს, უცნობი ადამიანის ნეშტი 2022 წლის აგვისტოში იპოვა ორმა ალპინისტმა მყინვარ ჰესეინგლეჩერზე. სპეციალისტებს იდენტიფიცირებისთვის თითქმის ერთი წელი დასჭირდათ. 31 აგვისტოს შვეიცარიის პოლიციამ განაცხადა, რომ ნეშტი 1971 წელს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ბრიტანელი ალპინისტისაა. მისი დაკარგვის თაობაზე ოჯახმა მაშინვე განაცხადა, მაგრამ ძებნამ შედეგი არ გამოიღო.
ნეშტის აღმოჩენის შემდეგ შვეიცარიელი გამომძიებლები ბრიტანეთის ინტერპოლთან თანამშრომლობით დაღუპულის სავარაუდო ნათესავების კვალზე გავიდნენ. დნმ-ის შედარების შემდეგ დადასტურდა, რომ გარდაცვლილი მათი ოჯახის წევრი იყო.
აღსანიშნავია, რომ კლიმატის გლობალური ცვლილებებისა და მყინვარების დნობის შედეგად ბოლო დროს ალპებში ხშირად პოულობენ მრავალი წლის წინ გაუჩინარებული ალპინისტების ნეშტებს. მაგალითად, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს იქ 1986 წელს დაკარგული გერმანელის ცხედარი აღმოაჩინეს.
მანამდე, 2022 წელს ალპების მყინვარზე იპოვეს თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელიც 50 წელზე მეტი ხნის წინ ჩამოვარდა.
გარდა ამისა, ავსტრიის მთებში 2001 წელს დაღუპული ადამიანის ნეშტს მიაგნეს.
ყველა ახალი ამბავი
0