https://sputnik-georgia.com/20230901/abramsebi-ukrainistvis-281860253.html
უკრაინა პირველ 10 Abrams-ს სექტემბერში მიიღებს
უკრაინა პირველ 10 Abrams-ს სექტემბერში მიიღებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. კიევს პირველი ამერიკული Abrams-ები შემოდგომის დასაწყისში მიეწოდება, წერს გაზეთი Politico პენტაგონის ანონიმ წარმომადგენელზე... 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T17:15+0400
2023-09-01T17:15+0400
2023-09-01T20:17+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273861262_214:437:2834:1911_1920x0_80_0_0_9d9f2e38689e0a37db02cb0f44961b3e.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. კიევს პირველი ამერიკული Abrams-ები შემოდგომის დასაწყისში მიეწოდება, წერს გაზეთი Politico პენტაგონის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით.როგორც მან განაცხადა, შეთანხმებული 31-დან პირველი 10 ტანკი კიევს სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა გადაეცეს.წყაროს თქმით, ამ დროისათვის აღნიშნული ტანკები გერმანიაში რემონტდება, და როგორც კი მათი შეკეთება დასრულდება, მაშინვე უკრაინაში გაიგზავნება.ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ მარტინ ო’დონელის თქმით, აშშ აპირებს, რომ 31-ვე ტანკი მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიაწოდოს უკრაინას. გარდა ამისა, ო’დონელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების 200-კაციანმა ჯგუფმა უკვე დაასრულა Abrams-ების შესწავლის პროგრამა გერმანიაში.მანამდე რუსეთმა ნოტა გაუგზავნა ნატოს ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ნებისმიერი ტვირთი, რომელიც უკრაინისთვის იარაღს შეიცავს, რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნე იქნება. მისი თქმით, აშშ და ნატო უშუალოდ მონაწილეობენ უკრაინის კონფლიქტში, „მათ შორის, არა მხოლოდ იარაღის მიწოდებით, არამედ კადრების მომზადებით... დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე".წყარო: Politico.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273861262_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_4ecc7fb2a03a525df277b5aa006283c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. კიევს პირველი ამერიკული Abrams-ები შემოდგომის დასაწყისში მიეწოდება, წერს გაზეთი Politico პენტაგონის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
როგორც მან განაცხადა, შეთანხმებული 31-დან პირველი 10 ტანკი კიევს სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა გადაეცეს.
„დასავლელი ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ ტანკების ჩასვლა კიევის ძალებს უპირატესობას მისცემს ქანცგამომცლელ კონტრშეტევაში, რაც ესოდენ აუცილებელია რუსეთის გააფთრებული თავდაცვის გასარღვევად“, — წერს გამოცემა.
წყაროს თქმით, ამ დროისათვის აღნიშნული ტანკები გერმანიაში რემონტდება, და როგორც კი მათი შეკეთება დასრულდება, მაშინვე უკრაინაში გაიგზავნება.
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ მარტინ ო’დონელის თქმით, აშშ აპირებს, რომ 31-ვე ტანკი მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიაწოდოს უკრაინას. გარდა ამისა, ო’დონელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების 200-კაციანმა ჯგუფმა უკვე დაასრულა Abrams-ების შესწავლის პროგრამა გერმანიაში.
მანამდე რუსეთმა ნოტა გაუგზავნა ნატოს ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ნებისმიერი ტვირთი, რომელიც უკრაინისთვის იარაღს შეიცავს, რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნე იქნება. მისი თქმით, აშშ და ნატო უშუალოდ მონაწილეობენ უკრაინის კონფლიქტში, „მათ შორის, არა მხოლოდ იარაღის მიწოდებით, არამედ კადრების მომზადებით... დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე".