https://sputnik-georgia.com/20230901/-----281855309.html
რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი საქართველოში
რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი საქართველოში
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით 34.843-მა აბიტურიენტმა დაძლია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტი... 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T14:37+0400
2023-09-01T14:37+0400
2023-09-01T18:54+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696694_0:186:3000:1874_1920x0_80_0_0_a99163b0a501dd2384a05e3775ae1ec1.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით 34.843-მა აბიტურიენტმა დაძლია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტი გახდა, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, გამოცდებზე აბიტურიენტების 94% გამოცხადდა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი.ახალგაზრდებს სტუდენტობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიულოცა.მინისტრმა პირველკურსელებს რჩევა მისცა – არასდროს შეუშინდნენ გამოწვევებს და შეეცადონ აქციონ ისინი შესაძლებლობად, რამდგან ეს არის წარმატებისა და წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა.მანამდე პირველკურსელებს სტუდენტობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩატარდა. პირველადი შედეგების გამოცხადება 1 აგვისტოდან დაიწყო.წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696694_331:0:3000:2002_1920x0_80_0_0_b151d7a7a3a099d52f9b1281103e33c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით 34.843-მა აბიტურიენტმა დაძლია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტი გახდა, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, გამოცდებზე აბიტურიენტების 94% გამოცხადდა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი.
ახალგაზრდებს სტუდენტობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიულოცა.
„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ, ძალიან მნიშვნელოვან, თავგადასავლებითა და შესაძლებლობებით სავსე ეტაპზე. მჯერა, სკოლებში მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის კედლებში კიდევ უფრო გაიღრმავებთ, მომავალში კი თქვენი პროფესიონალიზმითა და დიდი შემართებით დაიწყებთ საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას“, – ნათქვამია გიორგი ამილახვრის მისალოც წერილში.
მინისტრმა პირველკურსელებს რჩევა მისცა – არასდროს შეუშინდნენ გამოწვევებს და შეეცადონ აქციონ ისინი შესაძლებლობად, რამდგან ეს არის წარმატებისა და წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა.
„პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად ვითავისებ ჩემს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას თითოეული თქვენგანის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი სტუდენტობა იყოს საინტერესო, აკადემიურად დატვირთული და შესაძლებლობებით აღსავსე“, – აღნიშნა ამილახვარმა.
მანამდე პირველკურსელებს სტუდენტობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩატარდა. პირველადი შედეგების გამოცხადება 1 აგვისტოდან დაიწყო.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.