https://sputnik-georgia.com/20230901/------281856444.html
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა გართულდა
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა გართულდა
Sputnik საქართველო
გამოსაცდელს მოუწევს ზეპირად უპასუხოს კითხვებს, რომლებიც ავტომობილის ექსპლუატაციას ეხება. 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T14:52+0400
2023-09-01T14:52+0400
2023-09-01T18:57+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266690154_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_a4450cf6b763ab39e21a0b3b0d9f721c.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. მომავალ მძღოლებს, რომლებიც საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკულ გამოცდას აბარებენ, რიგ დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. კერძოდ, მოედანზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას მართვის მოწმობის აღების მსურველებს ზეპირად პასუხის გაცემა მოუწევთ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე, რომელიც შეეხება ზეთის, სამუხრუჭე სითხის, სამუხრუჭე სისტემის, საჭის, ფარების, ძრავის, საავარიო მაშუქების, საბურავების შემოწმებას და ა.შ.გარდა ამისა, გამოსაცდელმა უნდა აჩვენოს, როგორ უნდა შემოწმდეს ავტომობილი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობაზე.ამრიგად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობაზე გამოცდის მეორე ეტაპი ჩაბარებულად ჩაითვლება მხოლოდ ზეპირ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემის შემთხვევაში. საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა სამ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი თეორიულია, მეორე – მოედანზე მანევრირება, ხოლო მესამე ეტაპი – მანევრირება რეალურ პირობებში ქუჩაში. მართვის მოწმობის მიღება სამი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266690154_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e66f041d00398729ba541d357667a9b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა გართულდა
14:52 01.09.2023 (განახლებულია: 18:57 01.09.2023) გამოსაცდელს მოუწევს ზეპირად უპასუხოს კითხვებს, რომლებიც ავტომობილის ექსპლუატაციას ეხება.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. მომავალ მძღოლებს, რომლებიც საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკულ გამოცდას აბარებენ, რიგ დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.
კერძოდ, მოედანზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას მართვის მოწმობის აღების მსურველებს ზეპირად პასუხის გაცემა მოუწევთ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე, რომელიც შეეხება ზეთის, სამუხრუჭე სითხის, სამუხრუჭე სისტემის, საჭის, ფარების, ძრავის, საავარიო მაშუქების, საბურავების შემოწმებას და ა.შ.
გარდა ამისა, გამოსაცდელმა უნდა აჩვენოს, როგორ უნდა შემოწმდეს ავტომობილი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობაზე.
ამრიგად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობაზე გამოცდის მეორე ეტაპი ჩაბარებულად ჩაითვლება მხოლოდ ზეპირ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემის შემთხვევაში.
საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა სამ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი თეორიულია, მეორე – მოედანზე მანევრირება, ხოლო მესამე ეტაპი – მანევრირება რეალურ პირობებში ქუჩაში. მართვის მოწმობის მიღება სამი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.