შრომითი მიგრანტები ბინადრობის ნებართვის მიღებას შეძლებენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 1 სექტემბრიდან შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობები ფართოვდება, მისი მიღება ორი გზით იქნება შესაძლებელი.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 1 სექტემბრიდან შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით მიგრანტებზე, ისე იმ უცხოელებზე, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.
შრომითი მიგრანტი არის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც შრომით ურთიერთობაში შედის ადგილობრივ დამსაქმებელთან.
ორივე შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში მუშაობის ან სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი ან შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, ან თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე.
საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0