https://sputnik-georgia.com/20230901/-------281864449.html
თბილისში კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდა
თბილისში კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდა
Sputnik საქართველო
კომპანიის განმარტებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩა. 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T18:36+0400
2023-09-01T18:36+0400
2023-09-01T21:07+0400
საქართველო
თბილისი-ენერჯი
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277691346_0:305:3078:2036_1920x0_80_0_0_2dc05ce80cf3948939020280d19849b1.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. გაზგამანაწილებელმა კომპანია Tbilisi Energy-მ 2023 წლის 1 სექტემბრიდან თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი შეამცირა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია „თბილისი ენერჯი" დედაქალაქში ბუნებრივი გაზის განაწილების მსხვილი ლიცენზიატია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 ათასამდე არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) მომხმარებელს. ამრიგად, 1 სექტემბრიდან თბილისში კომერციული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე აქამდე არსებული 1,35 ლარის ნაცვლად 1,24 ლარი იქნება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით. კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ტარიფი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ერთ კუბურ მეტრზე კვლავ დაახლოებით 54 თეთრი იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277691346_248:0:2979:2048_1920x0_80_0_0_807f81f50caa42058a14992fcf8e2acd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი-ენერჯი, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი-ენერჯი, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდა
18:36 01.09.2023 (განახლებულია: 21:07 01.09.2023) კომპანიის განმარტებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩა.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. გაზგამანაწილებელმა კომპანია Tbilisi Energy-მ 2023 წლის 1 სექტემბრიდან თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი შეამცირა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია „თბილისი ენერჯი" დედაქალაქში ბუნებრივი გაზის განაწილების მსხვილი ლიცენზიატია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 ათასამდე არასაყოფაცხოვრებო (კომერციულ) მომხმარებელს.
„კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს და გადახდას აწარმოებს აშშ დოლარში. მომწოდებლების მიერ შესასყიდი გაზის ფასის შემცირების და, ამასთან, აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გამყარების გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამრიგად, 1 სექტემბრიდან თბილისში კომერციული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე აქამდე არსებული 1,35 ლარის ნაცვლად 1,24 ლარი იქნება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით.
კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ტარიფი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ერთ კუბურ მეტრზე კვლავ დაახლოებით 54 თეთრი იქნება.