https://sputnik-georgia.com/20230901/--------281866408.html
მსოფლიო ბანკმა სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი დანიშნა
მსოფლიო ბანკმა სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი დანიშნა
Sputnik საქართველო
ახალ თანამდებობამდე პრაისი იყო მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელი რუანდაში. 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T19:03+0400
2023-09-01T19:03+0400
2023-09-01T22:02+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/01/281862766_0:0:768:432_1920x0_80_0_0_ee5e1bc2250c4eeae2e0e77b0c97c80a.png
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) ახალ რეგიონულ დირექტორად როლანდე პრაისი (Rolande Pryce) დაინიშნა, რომელიც მოვალეობის შესრულებას დღეიდან, 1 სექტემბრიდან შეუდგება, ნათქვამია ბანკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. პრაისმა აღნიშნულ პოსტზე სებასტიან მოლინეუსი შეცვალა, რომელმაც საქართველოში თავისი მისია დაასრულა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე პრაისი იყო მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელი რუანდაში. როგორც პრაისმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხების შემდგომი მხარდაჭერა სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. როლანდე პრაისმა, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკში საქმიანობა 2006 წელს დაიწყო როგორც იურიდიულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა. ის მსოფლიო ბანკში სხვადასხვა ოპერაციულ თანამდებობაზე მუშაობდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორისაა ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები, აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები, აფრიკა და სამხრეთი აზია. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ინდონეზიაში პრაისი მართავდა სატრასტო ფონდის პორტფელს დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარის მოცულობით და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პორტფელს, რომლის მოცულობამაც პიკურ ნიშნულს – 7,5 მლრდ დოლარს მიაღწია. მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს>>>რუანდაში რეგიონული მენეჯერის პოსტზე საქმიანობისას მისი ზედამხედველობით 60%-ით გაიზარდა მსოფლიო ბანკის საკრედიტო პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეიქმნა კერძო სექტორის მტკიცე განვითარების რეფორმის პროგრამა და არსებითად გაიზარდა მსოფლიო ბანკის ჩართულობა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის საკითხებში, რომელიც მოიცავს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რუანდაში. მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე პრაისი იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ასევე იყო ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის შტატგარეშე ლექტორი. როლანდე პრაისი ფლობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო საჯარო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და ფლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში. საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეღავათიანი კრედიტი და სესხი გამოუყო 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/01/281862766_0:0:768:576_1920x0_80_0_0_870b10847f294bbc023c2ec4687c4618.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
მსოფლიო ბანკმა სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი დანიშნა
19:03 01.09.2023 (განახლებულია: 22:02 01.09.2023) ახალ თანამდებობამდე პრაისი იყო მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელი რუანდაში.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) ახალ რეგიონულ დირექტორად როლანდე პრაისი (Rolande Pryce) დაინიშნა, რომელიც მოვალეობის შესრულებას დღეიდან, 1 სექტემბრიდან შეუდგება, ნათქვამია ბანკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრაისმა აღნიშნულ პოსტზე სებასტიან მოლინეუსი შეცვალა, რომელმაც საქართველოში თავისი მისია დაასრულა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე პრაისი იყო მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელი რუანდაში.
„ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობის დაკავება და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას პარტნიორებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად როგორც თანასწორობის, ისე მდგრადობის თვალსაზრისით", – განაცხადა პრაისმა.
როგორც პრაისმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხების შემდგომი მხარდაჭერა სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
როლანდე პრაისმა, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკში საქმიანობა 2006 წელს დაიწყო როგორც იურიდიულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა. ის მსოფლიო ბანკში სხვადასხვა ოპერაციულ თანამდებობაზე მუშაობდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორისაა ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები, აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები, აფრიკა და სამხრეთი აზია.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ინდონეზიაში პრაისი მართავდა სატრასტო ფონდის პორტფელს დაახლოებით 600 მლნ აშშ დოლარის მოცულობით და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პორტფელს, რომლის მოცულობამაც პიკურ ნიშნულს – 7,5 მლრდ დოლარს მიაღწია.
რუანდაში რეგიონული მენეჯერის პოსტზე საქმიანობისას მისი ზედამხედველობით 60%-ით გაიზარდა მსოფლიო ბანკის საკრედიტო პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეიქმნა კერძო სექტორის მტკიცე განვითარების რეფორმის პროგრამა და არსებითად გაიზარდა მსოფლიო ბანკის ჩართულობა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის საკითხებში, რომელიც მოიცავს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რუანდაში.
მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე პრაისი იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ასევე იყო ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის შტატგარეშე ლექტორი.
როლანდე პრაისი ფლობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო საჯარო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და ფლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეღავათიანი კრედიტი და სესხი გამოუყო 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად.