https://sputnik-georgia.com/20230901/---------281853791.html
ეს ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია: პრემიერმა ჩარიცხულ ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცა
ეს ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია: პრემიერმა ჩარიცხულ ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიულოცა და... 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T12:41+0400
2023-09-01T12:41+0400
2023-09-01T17:40+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251001829_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_c192f7a397853eabc72a442ceba5bc14.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა, ნათქვამია სოციალურ ქსელში პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, გამოცდებზე აბიტურიენტების 94% გამოცხადდა. წელს სტუდენტი 32.843 ახალგაზრდა გახდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის ძლიერებისა და პროგრესის, მისი უკეთესი მომავლის აუცილებელი პირობაა. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩატარდა. პირველადი შედეგების გამოცხადება 1 აგვისტოდან დაიწყო. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251001829_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_25159c97ea3c9dd33050dd820ee4aa03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვა, ნათქვამია სოციალურ ქსელში პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, გამოცდებზე აბიტურიენტების 94% გამოცხადდა. წელს სტუდენტი 32.843 ახალგაზრდა გახდა.
„ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ძვირფასო პირველკურსელებო, გულითადად გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა თქვენი შრომის, სწავლისა და მონდომების დამსახურებული შედეგია. ამავე დროს ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი", – დაწერა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის ძლიერებისა და პროგრესის, მისი უკეთესი მომავლის აუცილებელი პირობაა.
„ამიტომაც განათლება ჩვენი მთავრობისთვის, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი განვითარებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ, საინტერესო სტუდენტობის გზას, თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ", – ნათქვამია მილოცვის წერილში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩატარდა. პირველადი შედეგების გამოცხადება 1 აგვისტოდან დაიწყო.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.