https://sputnik-georgia.com/20230831/tbilissi-tamarasvilis-quca-gadaiketeba-281847515.html
თბილისში თამარაშვილის ქუჩა გადაიკეტება
თბილისში თამარაშვილის ქუჩა გადაიკეტება
Sputnik საქართველო
შეზღუდვა კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოებს უკავშირდება 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T23:30+0400
2023-08-31T23:30+0400
2023-09-01T01:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281753635_0:301:1599:1200_1920x0_80_0_0_c53e2d46629efc4dc529b18a1a6db60d.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიც ვაკისა და საბურთალოს რაიონებს აკავშირებს, სამი დღით დაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, 1, 2 და 3 სექტემბერს, 06:00-დან 12:00 საათამდე.მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან გიორგი წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით.უწყების ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, N531 მიკროავტობუსი და ავტობუსები: N301, N311, N334, N358, N383, N387, N388, N397 უნივერსიტეტის ქუჩიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შემდეგ კი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისკენ გადაადგილდებიან, გაივლიან ავალიშვილის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281753635_0:1:1599:1200_1920x0_80_0_0_1775104bd44a4c20f287cf41f73d2560.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ვითარება გზებზე
თბილისში თამარაშვილის ქუჩა გადაიკეტება
23:30 31.08.2023 (განახლებულია: 01:26 01.09.2023) შეზღუდვა კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოებს უკავშირდება
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიც ვაკისა და საბურთალოს რაიონებს აკავშირებს, სამი დღით დაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, 1, 2 და 3 სექტემბერს, 06:00-დან 12:00 საათამდე.
მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან გიორგი წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით.
უწყების ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, N531 მიკროავტობუსი და ავტობუსები: N301, N311, N334, N358, N383, N387, N388, N397 უნივერსიტეტის ქუჩიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შემდეგ კი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისკენ გადაადგილდებიან, გაივლიან ავალიშვილის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.