https://sputnik-georgia.com/20230831/semodgomis-avitaminozis-5-xiluli-nisani-281829743.html
შემოდგომის ავიტამინოზის ხუთი ხილული ნიშანი: შეამოწმეთ ჩამონათვალი
შემოდგომის ავიტამინოზის ხუთი ხილული ნიშანი: შეამოწმეთ ჩამონათვალი
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბევრ ადამიანს მიამიტურად მიაჩნია, რომ ზაფხულში ორგანიზმის ვიტამინებით ისე შევსებაა შესაძლებელი, რომ ეს მთელი წლისთვის სამყოფი... 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T16:52+0400
2023-08-31T16:52+0400
2023-08-31T20:15+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280909169_0:1047:2048:2199_1920x0_80_0_0_4679d09ad5553aff1398e0640903056d.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბევრ ადამიანს მიამიტურად მიაჩნია, რომ ზაფხულში ორგანიზმის ვიტამინებით ისე შევსებაა შესაძლებელი, რომ ეს მთელი წლისთვის სამყოფი მარაგი იქნება, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის, აცხადებენ სპეციალისტები.ექიმების განმარტებით, საქმე ისაა, რომ ზაფხულში ორგანიზმი ვიტამინებს კი არ აგროვებს, გაზაფხულის ავიტამინოზის შედეგებს ებრძვის. სწორედ ამიტომაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ესოდენ აუცილებელი ორგანიზმის განუწყვეტელი შევსება ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით კი – შემოდგომაზე.შემოდგომის ავიტამინოზის დადგენა რამდენიმე ნიშნითაა შესაძლებელი, რომლებიც ხილულად და მკაფიოდ გამოიხატება ადამიანის ორგანიზმზე და შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნევა.ვნახოთ, რომელი ნიშანი რომელი ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს და როგორ შეიძლება ვუშველოთ ამას.კანიკანის ქერცვლა ცხიმმჟავა ომეგა 3-ისა და ომეგა 6-ის, ასევე A და D ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე მიანიშნებს. ამ დეფიციტის აღმოფხვრა შეიძლება, თუ რაციონში შეიტანთ: ცხიმიან თევზს და ნარინჯისფერ ხილ-ბოსტნეულს.გარდა ამისა, პიგმენტური ლაქები სახის კანზე ვიტამინ E-ს სიმცირის ნიშანია, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეული საკვები.თუ კანმა გაცხიმიანება დაიწყო, ამის მიზეზი B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაა, ხოლო ტუჩის კუთხეეში ნახეთქები გატყობინებთ, რომ ორგანიზმს რკინა აკლია. მისი მარაგის შევსება წითელი ხორცით, ციტრუსებით, წიწიბურის, კვერცხისა და მწარე შოკოლადითაა შესაძლებელი.სხეულიხელებისა და ფეხების დაბუჟება — ეს ავიტამინოზის ერთ-ერთი მთავარი მაუწყებელია. სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ ჭარხლის, თეთრი ხორცის, ფოთლოვანი მწვანილეულის, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა.ხოლო თუ კუნთების ტკივილი დაგეწყოთ, იცოდეთ, რომ ორგანიზმს კალციუმი და მაგნიუმი აკლია.თმაფრჩხილებიფრჩხილების მტვრევადობა მიგანიშნებთ, რომ ორგანიზმს ვიტამინი A აკლია, ხოლო თუ მათზე ღარები (ხაზები) გაგიჩნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი გაქვთ.რაც შეეხება ფრჩხილების ქერცვლას, ეს C ვიტამინის მარაგის შემცირების გამო ხდება, ხოლო კუტიკულის ძირში კანის ქერცვლა E ვიტამინის ნაკლებობას გამცნობთ.ღრძილებიღრძილებიდან სისხლდენა კბილების ხეხვისა თუ ჭამის დროს შეიძლება იყოს ვიტამინ C-სა და ვიტამინ P-ს დეფიციტის მაუწყებელი. ეს ვიტამინები შეგიძლიათ მიიღოთ სალათის ფოთლებიდან, პომიდვრიდან, ციტრუსებიდან, ასკილიდან და მწვანე ჩაიდან.
https://sputnik-georgia.com/20230817/b12-sasisi-deficiti-nisnebi-enaze-281299175.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280909169_0:667:2049:2203_1920x0_80_0_0_0d147df496a8ce4b61314a8333c541bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბევრ ადამიანს მიამიტურად მიაჩნია, რომ ზაფხულში ორგანიზმის ვიტამინებით ისე შევსებაა შესაძლებელი, რომ ეს მთელი წლისთვის სამყოფი მარაგი იქნება, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის, აცხადებენ სპეციალისტები.
ექიმების განმარტებით, საქმე ისაა, რომ ზაფხულში ორგანიზმი ვიტამინებს კი არ აგროვებს, გაზაფხულის ავიტამინოზის შედეგებს ებრძვის. სწორედ ამიტომაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ესოდენ აუცილებელი ორგანიზმის განუწყვეტელი შევსება ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით კი – შემოდგომაზე.
შემოდგომის ავიტამინოზის დადგენა რამდენიმე ნიშნითაა შესაძლებელი, რომლებიც ხილულად და მკაფიოდ გამოიხატება ადამიანის ორგანიზმზე და შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნევა.
ვნახოთ, რომელი ნიშანი რომელი ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს და როგორ შეიძლება ვუშველოთ ამას.
კანის ქერცვლა ცხიმმჟავა ომეგა 3-ისა და ომეგა 6-ის, ასევე A და D ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე მიანიშნებს. ამ დეფიციტის აღმოფხვრა შეიძლება, თუ რაციონში შეიტანთ: ცხიმიან თევზს და ნარინჯისფერ ხილ-ბოსტნეულს.
გარდა ამისა, პიგმენტური ლაქები სახის კანზე ვიტამინ E-ს სიმცირის ნიშანია, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეული საკვები.
თუ კანმა გაცხიმიანება დაიწყო, ამის მიზეზი B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაა, ხოლო ტუჩის კუთხეეში ნახეთქები გატყობინებთ, რომ ორგანიზმს რკინა აკლია. მისი მარაგის შევსება წითელი ხორცით, ციტრუსებით, წიწიბურის, კვერცხისა და მწარე შოკოლადითაა შესაძლებელი.
ხელებისა და ფეხების დაბუჟება — ეს ავიტამინოზის ერთ-ერთი მთავარი მაუწყებელია. სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ ჭარხლის, თეთრი ხორცის, ფოთლოვანი მწვანილეულის, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა.
ხოლო თუ კუნთების ტკივილი დაგეწყოთ, იცოდეთ, რომ ორგანიზმს კალციუმი და მაგნიუმი აკლია.
თუ თმა გცვივათ, მტვრევადი გახდა და გამოშრა, ე.ი. ვიტამინ А-ს დეფიციტთან გაქვთ საქმე.
თუ თმის ღერებთან გაცხიმიანება შენიშნეთ, B ჯგუფის ვიტამინების მარაგი უნდა შეივსოთ.
თუ თმის ღერებმა გაყოფა დაიწყო, მაშინ ვიტამინი C გაკლიათ, ხოლო თუ თმამ ზრდა შეწყვიტა, ე.ი. ვიტამინ E-ს მარაგის შევსებაა აუცილებელი.
ფრჩხილების მტვრევადობა მიგანიშნებთ, რომ ორგანიზმს ვიტამინი A აკლია, ხოლო თუ მათზე ღარები (ხაზები) გაგიჩნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი გაქვთ.
რაც შეეხება ფრჩხილების ქერცვლას, ეს C ვიტამინის მარაგის შემცირების გამო ხდება, ხოლო კუტიკულის ძირში კანის ქერცვლა E ვიტამინის ნაკლებობას გამცნობთ.
ღრძილებიდან სისხლდენა კბილების ხეხვისა თუ ჭამის დროს შეიძლება იყოს ვიტამინ C-სა და ვიტამინ P-ს დეფიციტის მაუწყებელი. ეს ვიტამინები შეგიძლიათ მიიღოთ სალათის ფოთლებიდან, პომიდვრიდან, ციტრუსებიდან, ასკილიდან და მწვანე ჩაიდან.