https://sputnik-georgia.com/20230831/savi-zrvis-sanapiroze-wylis-xarisxi-seamowmes-monacemebi-ganaxlda-281832947.html
შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი შეამოწმეს - მონაცემები განახლდა
შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი შეამოწმეს - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბოლო ლაბორატორიულმა კვლევებმა 15 და 19 აგვისტოს აჩვენა, რომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია... 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T16:36+0400
2023-08-31T16:36+0400
2023-08-31T20:09+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/15/252083489_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_6374f6c8bdbe492f9e28e5240a3127a7.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბოლო ლაბორატორიულმა კვლევებმა 15 და 19 აგვისტოს აჩვენა, რომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა – გარდა ზღვაში უხეში მექანიკური მასალის შემოტანისა, გაჩნდა წყლის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების საფრთხე. აჭარაში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლების მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო თავიდან შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და ანაკლია–განმუხურის ტერიტორიაზე კიდევ 3 წერტილი დაემატა. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/15/252083489_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_89616a3c0761ccb6f8c753711aa3a9d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო
შავი ზღვის სანაპიროზე წყლის ხარისხი შეამოწმეს - მონაცემები განახლდა
16:36 31.08.2023 (განახლებულია: 20:09 31.08.2023) თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბოლო ლაბორატორიულმა კვლევებმა 15 და 19 აგვისტოს აჩვენა, რომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა – გარდა ზღვაში უხეში მექანიკური მასალის შემოტანისა, გაჩნდა წყლის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების საფრთხე.
აჭარაში ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლების მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება.
„კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია", – აღნიშნულია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო თავიდან შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და ანაკლია–განმუხურის ტერიტორიაზე კიდევ 3 წერტილი დაემატა. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.
სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.