https://sputnik-georgia.com/20230831/saqartvelo-2030-wlistvis-rvinis-eqsportidan-1-mlrd-dolaris-semosavals-gegmavs-281835131.html
საქართველო 2030 წლისთვის ღვინის ექსპორტიდან 1 მლრდ დოლარამდე შემოსავლის მიღებას გეგმავს
საქართველო 2030 წლისთვის ღვინის ექსპორტიდან 1 მლრდ დოლარამდე შემოსავლის მიღებას გეგმავს
Sputnik საქართველო
ღვინო საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ხუთეულშია. 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T17:47+0400
2023-08-31T17:47+0400
2023-08-31T20:28+0400
ქართული ღვინო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24157/78/241577871_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_5f11b8fcea376a6c2f17e2b4b8d4190e.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიზანია 2030 წლისთვის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიდან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღოს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში მეხუთე პოზიცია უკავია და მასზე მთელი ექსპორტის 4,5% მოდის. რუსეთი უკვე წლებია ძირითადი ექსპორტიორია. სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული. მინისტრის თქმით, ღვინის მარკეტინგის მიმართულებით წლის განმავლობაში დაახლოებით 16 მილიონი ლარი იხარჯება და უწყება გააგრძელებს მიზნობრივ მხარდაჭერას, რომელსაც კონკრეტული შედეგი ექნება. მინისტრმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროს აქვს, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა. მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.რთველი-2023: როგორ მიმდინარეობს ყურძნის მოსავლის აღება კახეთში?>> გარდა ამისა, ფერმერები უამინდობის შედეგად დაზიანებული ყურძნის რეალიზაციასაც შეძლებენ. ასეთ მოსავალს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო 1 კილოგრამს 90 თეთრად ჩაიბარებს. წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24157/78/241577871_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_293a35d292e3de2910034b868ac67f7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული ღვინო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ქართული ღვინო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველო 2030 წლისთვის ღვინის ექსპორტიდან 1 მლრდ დოლარამდე შემოსავლის მიღებას გეგმავს
17:47 31.08.2023 (განახლებულია: 20:28 31.08.2023) ღვინო საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ხუთეულშია.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიზანია 2030 წლისთვის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიდან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღოს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში მეხუთე პოზიცია უკავია და მასზე მთელი ექსპორტის 4,5% მოდის. რუსეთი უკვე წლებია ძირითადი ექსპორტიორია. სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული.
„ბოლო წლების განმავლობაში 80 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული მარკეტინგის კუთხით ღვინის იმ ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტია. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ 5-6-ჯერ გავზარდეთ მოსავლიანობაც, ექსპორტის მაჩვენებლებიც... ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იყოს ექსპორტიდან შემოსავალი ღვინის და სპირტიანი სასმელების კუთხით", – განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ღვინის მარკეტინგის მიმართულებით წლის განმავლობაში დაახლოებით 16 მილიონი ლარი იხარჯება და უწყება გააგრძელებს მიზნობრივ მხარდაჭერას, რომელსაც კონკრეტული შედეგი ექნება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროს აქვს, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.
„ათი წლის წინ ღვინის ექსპორტი შეადგენდა 20 მილიონ ლიტრს, წელს ველოდებით დაახლოებით 120 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტს. თანხაში რომ შევაფასოთ, დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ექსპორტზეა საუბარი ღვინისა და სპირტიანი სასმელების ნაწილში. ეს არის ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ჩვენი მევენახეებისთვის, მეღვინეებისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის", – თქვა მან.
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
გარდა ამისა, ფერმერები უამინდობის შედეგად დაზიანებული ყურძნის რეალიზაციასაც შეძლებენ. ასეთ მოსავალს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო 1 კილოგრამს 90 თეთრად ჩაიბარებს.
წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.