სექტემბრის მძიმე დღეები: მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი

© AP Photo / Eugene Hoshiko
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2023
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. შემოდგომის პირველი თვე ნაკლებად დატვირთული იქნება მაგნიტური ქარიშხლებითა და უსიამოვნო დღეებით, რომელთა გავლენას განსაკუთრებით მეტეოდამოკიდებული ადამიანები გრძნობენ.
მზის რენტგენული ლაბორატორიის მონაცემებით, სექტემბრის გეომაგნიტური აღგზნებებისა და ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:
მაგნიტური დღეების კალენდარი 2023 წლის სექტემბერში
მაგნიტური დღეების კალენდარი  2023 წლის სექტემბერში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2023
მაგნიტური დღეების კალენდარი 2023 წლის სექტემბერში
1-13 სექტემბერი — ამ პერიოდში მაგნიტოსფერო სრულიად მშვიდი იქნება — აღგზნებების სიმძლავრე 3 ბალს არ გადააჭარბებს.
14 სექტემბერი — მაგნიტოსფეროს აღგზნება მოიმატებს და 4 ბალს მიაღწევს, თუმცა ქარიშხლად არ ჩამოყალიბდება.
15 სექტემბრიდან თვის ბოლომდე — მაგნიტოსფერო კვლავ დამშვიდდება, აღგზნებების სიმძლავრე 2-3 ბალამდე დაიწევს.

რა არის მაგნიტური ქარიშხალი?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

განსაკუთრებული გაფრთხილება

ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციონალური მოშლა.
ამასთან ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.
ამ დროს ბავშვს სჭირდება მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება გახდეს ძალიან აღგზნებული, მოეშალოს ყურადღება, გახდეს აგრესიული, გაუჭირდეს საშინაო დავალების შესრულება.
თუ ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენენ, ანუ ვერ გაუგებენ მას, ბავშვის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0