ევრაზიული კავშირის უპირატესობები საქართველოსთვის: ექსპერტის მოსაზრება

  - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2023
გამოწერა
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოსთვის უფრო მარტივი იქნება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაცია აზრის იდენტობისა და ფინანსური დივიდენდების შენარჩუნებით, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების ბუნდოვანი პერსპექტივის იმედი, მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი ლეონიდ ხოლოდი.
ამის შესახებ მან „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ვიდეოხიდის დროს განაცხადა სახელწოდებით „რით არის მომგებიანი ევრაზიული კავშირის ბაზარი საქართველოსთვის".

„ევროკავშირში შესასვლელად მილიონი პირობის შესრულებაა საჭირო და არავინ იცის, როგორ და როდის დასრულდება ეს. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია უამრავ პირობასთან და რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ეკონომიკურ სუვერენიტეტზე", – მიაჩნია ექსპერტს.

ექსპერტის თქმით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება კი უფრო მარტივია, ვინაიდან ის არ არის დატვირთული პოლიტიკური პირობებით.
„ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ევრაზიულ კავშირში მიამიტები სხედან. არა. უბრალოდ მასში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები შედიან და ძველ მოკავშირეებთან ამის გაკეთება უფრო ადვილია. თუმცა, სსრკ-სგან განსხვავებით, ეს არ ნიშნავს ეკონომიკური უფლებამოსილების გადაცემას", — განაცხადა ხოლოდმა.
ექსპერტს მიაჩნია, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებიდან უფრო მალე მიიღებს დივიდენდებს, და, რაც ყველაზე მთავარია, მისივე თქმით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობა არანაირად არ დააზარალებს საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს.
ხოლოდის თქმით, თუ საქართველოს ევრაზიულ კავშირში ინტეგრაცია დაიწყება, მაშინ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას შეიძლება ველოდოთ, რათა მონაწილეები დარწმუნებული იყვნენ, რომ შეიქმნება ერთიანი ეკონომიკური სივრცე.

„მაგალითად, სომხეთი ფართოდ წარმოადგენს თავის პროდუქციას რუსულ ბაზარზე და ეს „სიმდიდრე" საქართველოს გავლით გადის. ამიტომ თუ ქართული ინტეგრაცია წინ წავა და, მაგალითად, დამკვირვებლის სტატუსს მიიღებს, მაშინ, ჩემი აზრით, ლოგისტიკურ პროექტებში ინვესტიციები მიზანშეწონილი იქნება", — თქვა ექსპერტმა.

შესაძლებლობების ფანჯარა

საქართველო შეძლებს რუსეთის ბაზარზე ევროპული და ცენტრალური აზიის პროდუქტების ჩანაცვლებას მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო, მიიჩნევს ლეონიდ ხოლოდი.
„ცენტრალური აზიის ქვეყნებს საკვები პროდუქტებისა და ბოსტნეულის წარმოების საკმაო სიმძლავრეები აქვთ, მაგრამ მათ წყლის პრობლემები და უფრო რთული ლოგისტიკა აქვთ. ქართული ლოგისტიკა კი უფრო მარტივია, ამიტომ ქართველებს სრულიად იოლად შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ ცენტრალური აზიის საქონელს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ კონკურენცია ევროპულ საქონელთან შემსუბუქებულია, უფრო სწორად, არ არსებობს", — ხაზი გაუსვა ხოლოდმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-ივლისში თითქმის 25%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 26%-ზე მეტით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში გაიტანეს 69 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, 47,6 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზიანი, რომელიც შეიცავს შაქრის დანამატებს, 36,5 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, თითქმის 36,2 ათასი ტონა ფეროშენადნობები, ასევე 4,8 ათასი მსუბუქი ავტომობილი და ა.შ.

ქართული ღვინის სიყვარული

რუსეთში დღემდე ახსოვთ, რომ ქართული ღვინო საბჭოთა კავშირში საუკეთესო იყო და მისი მოხმარების ტრადიციები დღემდე შემორჩა, აღნიშნა ხოლოდმა.

„ეს პირველი მომენტია, რომელიც ქართველი მეღვინეების პერსპექტივებს განსაზღვრავს რუსულ ბაზარზე. ამ პროდუქტის მოხმარების ტრადიციები არსებობს, მაგრამ პრობლემები იყო ხარისხთან დაკავშირებით“, — მიაჩნია ექსპერტს.

მისი აზრით, იმისათვის, რომ რუსულ ბაზარზე პერსპექტივები განისაზღვროს, საჭიროა ხარისხზე და ასევე პროდუქტის მიკვლევადობაზე მუშაობა ღვინის დამზადებიდან რეალიზაციის საბოლოო წერტილამდე. თუ ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება, მაშინ, ხოლოდის თქმით, რუსეთში ქართული ღვინის პერსპექტივები შესანიშნავი აღმოჩნდება.
ყველა ახალი ამბავი
0