აღმაშენებლის ხეივნის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliაღმაშენებლის ხეივანი
აღმაშენებლის ხეივანი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2023
გამოწერა
მოძრაობა შეიზღუდება 1, 3, 4 და 21 სექტემბერს 05:00-დან 08:00 საათამდე.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა საფეხმავლო ხიდი. მიმდინარე სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.

საავტომობილო მოძრაობა „თბილისი მოლიდან" თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება 1, 3, 4 და 21 სექტემბერს 05:00-დან 08:00 საათამდე.

შეზღუდვის პერიოდში მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდის (ე.წ. ზაჰესის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.
თბილისის მერია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0