„საქართველოს რკინიგზა" შვეიცარიული წარმოების მატარებლებს შეაკეთებს

© courtesy of Georgian Railwayჩქაროსნული მატარებელი
ჩქაროსნული მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2023
გამოწერა
კომპანია Stalder Rail 80-წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს აწარმოებს.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. „საქართველოს რკინიგზის" კუთვნილი შვეიცარიული წარმოების ოთხი მატარებელი კაპიტალურად შეკეთდება, ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„საქართველოს რკინიგზის" დელეგაციამ შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მატარებლების მწარმოებელ შვეიცარიულ კომპანია Stadler Rail-ის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან შეხვედრისას, რომელიც ციურიხში გაიმართა.
რემონტის გარდა, ხელშეკრულება ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში Stadler-ის მატარებლების უწყვეტ გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას მწარმოებელი კომპანიის სრული პასუხისმგებლობით.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებმა Stadler-ის ქარხანა დაათვალიერეს.
„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა>>>
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე. „საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია.
მგზავრების დროული, კომფორტული და უსაფრთხო გადაყვანა „საქართველოს რკინიგზის" მთავარი პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ინარჩუნებს მგზავრობის ხელმისაწვდომ ტარიფებს, რაც ქვეყნის რეგიონების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
Stadler Rail
Stalder Rail 80-წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს აწარმოებს.
კომპანია Stadler 1942 წელს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ერნსტ შტადლერმა დააარსა. Stadler სპეციალიზებულია სამგზავრო მატარებლებისა და ვაგონების წარმოებაზე. ამჟამად კომპანია წარმოდგენილია ევროპის 11 რეგიონში, აფრიკაში, ავსტრალიასა და აშშ-ში. კომპანიაში 7 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
თანამშრომლობა კომპანია Stadler-თან 2016 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც საქართველომ ოთხი ორსართულიანი მატარებელი შეისყიდა. ეს მატარებლები თბილისი–ბათუმის მარშრუტით მოძრაობენ.
2018 წელს კომპანია Stadler საქართველოში რეგიონული ქარხნის მშენებლობით დაინტერესდა. რომელიც სარკინიგზო შემადგენლობების წარმოებას და შეკეთებას უზრუნველყოფს. თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმი თბილისის მერიამ შვეიცარიულ კომპანიასთან იმავე წლის ივნისში გააფორმა.
ქარხნის მშენებლობისთვის თბილისის გარეუბნებში სამი ტერიტორია განიხილებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0