https://sputnik-georgia.com/20230831/-----------281842142.html
უნიკალური აღმოჩენა - შიდა ქართლში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხს მიაკვლიეს
უნიკალური აღმოჩენა - შიდა ქართლში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხს მიაკვლიეს
Sputnik საქართველო
არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ორი ხარის თავი, ოთხთვალა ეტლის დანახშირებული ნაშთები და სხვადასხვა თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს. 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T19:48+0400
2023-08-31T19:48+0400
2023-08-31T22:18+0400
საქართველო
არქეოლოგიური აღმოჩენები
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1f/281835961_0:86:2048:1238_1920x0_80_0_0_3d10fe3a1a6f1f20e77c777f5b882f24.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხი აღმოაჩინეს, ნათქვამია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები გორის სახელმწიფი უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გორის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ახალი აღმოჩენის შესახებ ვიდეოკადრები გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გამოაქვეყნა.არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს, აღმოჩენას უნიკალურს უწოდებს. მისი თქმით, შიდა ქართლში ასეთი დაცულობისა და ზომის შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი ჯერ აღმოჩენილი არ ყოფილა.წერეთლის გამზირზე ისტორიული სამარხები იპოვეს - ვიდეო>>>როგორც მინდიაშვილმა აღნიშნა, სამარხი, სავარაუდოდ, ტომის დაწინაურებული წევრის, შესაძლოა, ბელადის იყოს. ამაზე იქ აღმოჩენილი არტეფაქტები მიანიშნებს.„აღმოჩენილია „გზაში“ საგზლის წასაღებად გამზადებული ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული იყო ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი პროდუქტები. გარდა ხარებისა, აქვე არის ცხვარი მთლიანი ჩონჩხით, არის კიდევ სხვა მსხვილფეხა ცხოველის ჩონჩხი. აქვე არის ურმის ნაშთები ერთ მეტრზე მეტი დიამეტრის მქონე თვლებით. ვფიქრობთ, რომ ცენტრალურ ნაწილში უნდა იყოს დაკრძალული ის წარჩინებული პირი, რომელსაც ეს ყველაფერი მიაგეს“, – განაცხადა არქეოლოგმა.შიდა ქართლში არქეოლოგიური გათხრების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა თავის საკარმიდამო ნაკვეთში არტეფაქტები, ბრინჯაოს წიდები და რკინის შენადნობები აღმოაჩინა.ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები მეორე წელია ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1f/281835961_142:0:1907:1324_1920x0_80_0_0_4a7fef1dbb1d6f7efc779afd666b8add.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, არქეოლოგიური აღმოჩენები, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, არქეოლოგიური აღმოჩენები, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
უნიკალური აღმოჩენა - შიდა ქართლში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხს მიაკვლიეს
19:48 31.08.2023 (განახლებულია: 22:18 31.08.2023) არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ორი ხარის თავი, ოთხთვალა ეტლის დანახშირებული ნაშთები და სხვადასხვა თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხი აღმოაჩინეს, ნათქვამია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები გორის სახელმწიფი უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გორის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ახალი აღმოჩენის შესახებ ვიდეოკადრები გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გამოაქვეყნა.
არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს, აღმოჩენას უნიკალურს უწოდებს. მისი თქმით, შიდა ქართლში ასეთი დაცულობისა და ზომის შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი ჯერ აღმოჩენილი არ ყოფილა.
როგორც მინდიაშვილმა აღნიშნა, სამარხი, სავარაუდოდ, ტომის დაწინაურებული წევრის, შესაძლოა, ბელადის იყოს. ამაზე იქ აღმოჩენილი არტეფაქტები მიანიშნებს.
„აღმოჩენილია „გზაში“ საგზლის წასაღებად გამზადებული ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული იყო ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი პროდუქტები. გარდა ხარებისა, აქვე არის ცხვარი მთლიანი ჩონჩხით, არის კიდევ სხვა მსხვილფეხა ცხოველის ჩონჩხი. აქვე არის ურმის ნაშთები ერთ მეტრზე მეტი დიამეტრის მქონე თვლებით. ვფიქრობთ, რომ ცენტრალურ ნაწილში უნდა იყოს დაკრძალული ის წარჩინებული პირი, რომელსაც ეს ყველაფერი მიაგეს“, – განაცხადა არქეოლოგმა.
შიდა ქართლში არქეოლოგიური გათხრების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა თავის საკარმიდამო ნაკვეთში არტეფაქტები, ბრინჯაოს წიდები და რკინის შენადნობები აღმოაჩინა.
ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები მეორე წელია ტარდება.