https://sputnik-georgia.com/20230830/volski-xelisufleba-intensiurad-musaobs-evrokavsiris-kandidatis-statusis-mosapoveblad-281815735.html
ვოლსკი: ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად
ვოლსკი: ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს დასავლეთის ქვეყნებთან, რათა ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი... 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T23:41+0400
2023-08-30T23:41+0400
2023-08-30T23:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_0:53:3000:1741_1920x0_80_0_0_6a3c8a2f9e145389684c2032aa229abf.jpg
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს დასავლეთის ქვეყნებთან, რათა ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპის ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა. საქართველოს პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების დაწყებას გეგმავს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.იმპიჩმენტი გამორიცხულია - მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის შესახებ >>2023 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტი გეგმავდა ვიზიტებს გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში და დანიაში. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის უნდა იყოს მზად გაფართოებისთვის. ამავე დროს ევროკომისიის პრეს-მდივნის მოადგილემ დანა სპინანტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დამოკიდებულია წევრობის კრიტერიუმების შესრულებაზე, ამიტომ ევროკომისია ორიენტირებულია არა თარიღზე, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების რეალიზაციის მხარდაჭერაზე.საქართველოს გზა სტატუსისკენევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_50c87ee335440434c6fea0ce346637a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს დასავლეთის ქვეყნებთან, რათა ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„საკმაოდ ინტენსიური იყო ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონეზე, მათ შორის გერმანიის კანცლერთან, პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და პრინციპში, ევროპული ქვეყანა არ დარჩენილა, სადაც ინტენსიური კონსულტაციები არ გვქონდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპის ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა. საქართველოს პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების დაწყებას გეგმავს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
2023 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტი გეგმავდა ვიზიტებს გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში და დანიაში. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის უნდა იყოს მზად გაფართოებისთვის. ამავე დროს ევროკომისიის პრეს-მდივნის მოადგილემ დანა სპინანტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დამოკიდებულია წევრობის კრიტერიუმების შესრულებაზე, ამიტომ ევროკომისია ორიენტირებულია არა თარიღზე, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების რეალიზაციის მხარდაჭერაზე.
საქართველოს გზა სტატუსისკენ
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.