თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
ჯერ უცნობია, ვინ დაიკავებს ლაშა სამხარაძის ადგილს, რომელიც ლაბორატორიას დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ლაშა სამხარაძემ თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძემ სამხარაძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ის ამ თანამდებობას ცხრა წლის განმავლობაში იკავებდა.

„მადლობას ვუხდი მას იმ წლებისთვის, რაც ერთად ვიმუშავეთ, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ამ ქალაქისთვის კონკრეტული პროექტების განხორციელებით. მინდა წარმატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში", – განაცხადა კალაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს სამხარაძის ადგილს, რომელიც ლაბორატორიას მისი დაარსების დღიდან – 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ლაბორატორია ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს საინჟინრო ნაგებობებს, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს, წყალგაყვანილობისა თუ კანალიზაციის ქსელებს და სხვ.
უწყება მუშაობს ასფალტისა და ბეტონის ლაბორატორიულ კვლევებზე, სწავლობს ავარიული სახლების ტექნიკურ მდგომარეობას, ამზადებს დასკვნებს, აკეთებს საპროექტო-ტექნიკურ ანალიზს.
ყველა ახალი ამბავი
0