https://sputnik-georgia.com/20230830/moskovma-da-tbilisma-bevri-gaaketes-urtiertobebis-gasaumjobeseblad-281797302.html
მოსკოვმა და თბილისმა ბევრი რამ გააკეთეს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად - ექსპერტი
მოსკოვმა და თბილისმა ბევრი რამ გააკეთეს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად - ექსპერტი
Sputnik საქართველო
ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის", განაცხადა რუსლან საფაროვმა ქართულ-რუსული ურთიერთობების შეფასებისას. 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T15:56+0400
2023-08-30T15:56+0400
2023-08-30T19:25+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პრეს-ცენტრი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24594/10/245941073_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_91e717111ef7b5aca466d47301216e62.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სხვადასხვა პროვოკაციების მიუხედავად ბოლო თვეებში ერთმანეთისკენ გადადგმული დადებითი ნაბიჯები შეინიშნება როგორც მოსკოვის, ასევე თბილისის მხრიდან, მიიჩნევს რუსი ექსპერტი რუსლან საფაროვი. ეს ნაბიჯები იმაში გამოიხატებოდა, რომ საქართველომ უარი თქვა თავის ტერიტორიაზე ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე, ხოლო რუსეთმა, თავის მხრივ, გააუქმა ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და აღადგინა პირდაპირი ავიამიმოსვლა, განაცხადა ექსპერტმა „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართული ვიდეოხიდის დროს. ამასთან, ექსპერტის თქმით, საქართველოს აქვს ყველანაირი პერსპექტივა – გახდეს ჩრდილოეთი–სამხრეთის უზარმაზარი ლოგისტიკური დერეფნის ნაწილი. „ამ მიმართულებითაც უკვე მიმდინარეობს სერიოზული სამუშაოები. კერძოდ, მხედველობაში მაქვს საქართველოს სამხედრო გზაზე გვირაბების გაყვანა, რაც უზრუნველყოფს მის მუშაობას მთელი წლის განმავლობაში", – აღნიშნა საფაროვმა. ექსპერტის თქმით, საქართველოზე გადის მსოფლიოს მთავარი ეკონომიკური და ლოგისტიკური დერეფნები, ამიტომ ამ ქვეყანაში გავლენებისთვის ძალიან სერიოზული ბრძოლა წარმოებს. ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები>>„ეს ბრძოლა უკვე დიდ კაბინეტებში მიმდინარეობს, მაღალი რანგის პოლიტიკური მოღვაწეები ერთმანეთთან საქართველოსთვის ქიშპობენ, ამიტომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ბევრ რამეს „ჩაყრიან", – აღნიშნა ექსპერტმა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე არც ისე მარტივი გეოპოლიტიკური სიტუაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლება უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ, რომ ქვეყანა დარტყმის ქვეშ არ დააყენოს, მიაჩნია საფაროვს. ამავე დროს, ექსპერტის თქმით, საქართველომ არ უნდა მოიქციოს საკუთარი თავი ჩარჩოებში, არც სხვას მისცეს ამის გაკეთების უფლება. „თუ საქართველოსთვის ხელსაყრელია რუსეთთან კარგი ურთიერთობი, რატომ არის ეს ცუდი? თუ საქართველოს სურს ჩინეთთან ურთიერთობის განვითარება, რატომ არ უნდა გააკეთოს მან ეს? თუ ქვეყანას სურს ევროკავშირთან მეგობრობა, ეს შესანიშნავია. მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქართველომ არ უნდა მოიქციოს თავი ჩარჩოებში, სადაც მას ვიღაცასთან შეუძლია მეგობრობა, ხოლო ვიღაცასთან – არა", – ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა. საფაროვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მომავალი 2024 წელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე იქნება, ვინაიდან მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის დასავლეთში აქტიურად ემზადებიან. მისი თქმით, იქ დიდ ფსონს დებენ საქართველოს პოლიტიკური მოწყობის შეცვლაზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება. მედვედევი: ქართულ–რუსული ურთიერთობები ქართული ხელისუფლების პრაგმატულობის გამო ვითარდება>>„უკვე არაფერს ვამბობ იმაზე რომ „სწორი" მთავრობით საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის „გაკეთება" იქნება შესაძლებელი. ეს სერიოზულად დაარღვევს დღეს არსებულ ბალანსს, კერძოდ, გეოეკონომიკურს. ამას შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს თავად საქართველოსთვის. ასე რომ, რისკები ძალიან სერიოზულია", – განაცხადა საფაროვმა. ამიტომ, ექსპერტის თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც 2024 წელს არჩევნებზე წავა, უნდა ესმოდეს და აცნობიერებდეს, თუ რა არჩევანს აკეთებს ის. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზოგიერთი პროდასავლური ძალები ცდილობენ საქართველოს ჩათრევას რუსეთის წინააღმდეგ ომში და რომ არა ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლოიალური პოლიტიკა, მაშინ ქვეყანა დიდი ხანია ომის მდგომარეობაში იქნებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24594/10/245941073_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_5e0ee7da50a20f4121d6e13baee627f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პრეს-ცენტრი, საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პრეს-ცენტრი, საქართველო
მოსკოვმა და თბილისმა ბევრი რამ გააკეთეს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად - ექსპერტი
15:56 30.08.2023 (განახლებულია: 19:25 30.08.2023) ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის", განაცხადა რუსლან საფაროვმა ქართულ-რუსული ურთიერთობების შეფასებისას.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სხვადასხვა პროვოკაციების მიუხედავად ბოლო თვეებში ერთმანეთისკენ გადადგმული დადებითი ნაბიჯები შეინიშნება როგორც მოსკოვის, ასევე თბილისის მხრიდან, მიიჩნევს რუსი ექსპერტი რუსლან საფაროვი.
ეს ნაბიჯები იმაში გამოიხატებოდა, რომ საქართველომ უარი თქვა თავის ტერიტორიაზე ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე, ხოლო რუსეთმა, თავის მხრივ, გააუქმა ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და აღადგინა პირდაპირი ავიამიმოსვლა, განაცხადა ექსპერტმა „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართული ვიდეოხიდის დროს.
„ეს ნორმალურია. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ, ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ყველანაირი პროვოკაცია, რომელიც ხდება – ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის". აქ საჭიროა ყურადღების ორი ქვეყნის ურთიერთობების პერსპექტივებზე გამახვილება", – განაცხადა საფაროვმა.
ამასთან, ექსპერტის თქმით, საქართველოს აქვს ყველანაირი პერსპექტივა – გახდეს ჩრდილოეთი–სამხრეთის უზარმაზარი ლოგისტიკური დერეფნის ნაწილი.
„ამ მიმართულებითაც უკვე მიმდინარეობს სერიოზული სამუშაოები. კერძოდ, მხედველობაში მაქვს საქართველოს სამხედრო გზაზე გვირაბების გაყვანა, რაც უზრუნველყოფს მის მუშაობას მთელი წლის განმავლობაში", – აღნიშნა საფაროვმა.
ექსპერტის თქმით, საქართველოზე გადის მსოფლიოს მთავარი ეკონომიკური და ლოგისტიკური დერეფნები, ამიტომ ამ ქვეყანაში გავლენებისთვის ძალიან სერიოზული ბრძოლა წარმოებს.
„ეს ბრძოლა უკვე დიდ კაბინეტებში მიმდინარეობს, მაღალი რანგის პოლიტიკური მოღვაწეები ერთმანეთთან საქართველოსთვის ქიშპობენ, ამიტომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ბევრ რამეს „ჩაყრიან", – აღნიშნა ექსპერტმა.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე არც ისე მარტივი გეოპოლიტიკური სიტუაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლება უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ, რომ ქვეყანა დარტყმის ქვეშ არ დააყენოს, მიაჩნია საფაროვს.
„საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს არა პროევროპული, პროამერიკული, პრორუსული, არამედ, პირველ რიგში, პროქართული ინტერესებით და მხოლოდ ასეთი მიდგომა წაადგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", – განაცხადა მან.
ამავე დროს, ექსპერტის თქმით, საქართველომ არ უნდა მოიქციოს საკუთარი თავი ჩარჩოებში, არც სხვას მისცეს ამის გაკეთების უფლება.
„თუ საქართველოსთვის ხელსაყრელია რუსეთთან კარგი ურთიერთობი, რატომ არის ეს ცუდი? თუ საქართველოს სურს ჩინეთთან ურთიერთობის განვითარება, რატომ არ უნდა გააკეთოს მან ეს? თუ ქვეყანას სურს ევროკავშირთან მეგობრობა, ეს შესანიშნავია. მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქართველომ არ უნდა მოიქციოს თავი ჩარჩოებში, სადაც მას ვიღაცასთან შეუძლია მეგობრობა, ხოლო ვიღაცასთან – არა", – ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.
საფაროვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მომავალი 2024 წელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე იქნება, ვინაიდან მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის დასავლეთში აქტიურად ემზადებიან. მისი თქმით, იქ დიდ ფსონს დებენ საქართველოს პოლიტიკური მოწყობის შეცვლაზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება.
„უკვე არაფერს ვამბობ იმაზე რომ „სწორი" მთავრობით საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის „გაკეთება" იქნება შესაძლებელი. ეს სერიოზულად დაარღვევს დღეს არსებულ ბალანსს, კერძოდ, გეოეკონომიკურს. ამას შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს თავად საქართველოსთვის. ასე რომ, რისკები ძალიან სერიოზულია", – განაცხადა საფაროვმა.
ამიტომ, ექსპერტის თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც 2024 წელს არჩევნებზე წავა, უნდა ესმოდეს და აცნობიერებდეს, თუ რა არჩევანს აკეთებს ის.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზოგიერთი პროდასავლური ძალები ცდილობენ საქართველოს ჩათრევას რუსეთის წინააღმდეგ ომში და რომ არა ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლოიალური პოლიტიკა, მაშინ ქვეყანა დიდი ხანია ომის მდგომარეობაში იქნებოდა.