უკვე ოფიციალურად! გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა

© Georgian Football Federationგიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
მიქაუტაძეს რამდენიმე ევროპულ კლუბში იწვევდნენ – „ლიონი", „შეფილდი", „რენი“, „აიაქსი", „ლაციო".
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე კარიერას „აიაქსში" გააგრძელებს, ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, ნათქვამია ამსტერდამის გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მოლაპარაკებები „აიაქსსა" და ფრანგულ „მეცს" შორის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში დაიწყო და წარმატებით დასრულდა. მიქაუტაძეს ხუთი გუნდი იწვევდა, მაგრამ მან „აიაქსი" არჩია „ლიონს", „შეფილდს", „რენისა" და „ლაციოს". შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ მიქაუტაძე მესამე ქართველი იქნება, რომელიც „აიაქსში" ითამაშებს.
„აიაქსის" სოციალური ქსელის გვერდზე გამოჩნდა ვიდეო, სადაც მიქაუტაძე თავისი თანამემამულე შოთა არველაძის საუკეთესო გოლებს უყურებს, რომელიც მან ამსტერდამის გუნდისთვის გაიტანა.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი მიქაუტაძე", – მიესალმა მიქაუტაძეს კლუბის ხელმძღვანელობა.

მიქაუტაძის გადასვლაზე კომენტარი თავად არველაძემაც გააკეთა. მისი თქმით, მიქაუტაძე ახალ კლუბში დიდ წარმატებებს მიაღწევს.
„აიაქსი" „მეცს" ტრანსფერისთვის 16 მლნ ევროს გადაუხდის. ეს თანხა შეიძლება 19 მილიონ ევრომდე გაიზარდოს ბონუსების ხარჯზე. ამგვარად, მიქაუტაძე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა, რომელმაც „მეცი" დატოვა.
მიქაუტაძის კონტრაქტი „აიაქსთან" 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
© courtesy of FC Metzგიორგი მიქაუტაძე
Георгий Микаутадзе - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გიორგი მიქაუტაძე
მიქაუტაძე „მეცში" 2017 წელს „ლიონიდან" გადავიდა. 2022 წლიდან ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
ანალიტიკური პორტალი Whoscored-ის ვერსიით, მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შედეგებით სიმბოლურ ნაკრებში ფავორიტებს შორის მოხვდა.
ამას გარდა, 2022/2023 წლების სეზონის შედეგებით მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს.
საქართველოს ნაკრებში მიქაუტაძე პირველად 2021 წლის მარტში გამოიძახეს. პირველი გოლი ნაკრების შემადგენლობაში მან 2021 წლის 2 ივნისს გაიტანა რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.
ყველა ახალი ამბავი
0