მეტროს სადგურ „ისანთან" სატრანსპორტო კვანძის განახლება დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerმეტროს სადგური „ისანი"
მეტროს სადგური „ისანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
შესრულებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გაზრდის გზის გამტარუნარიანობას, აღნიშნა ქალაქის მერმა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. მეტროს სადგურ „ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის სარემონტო სამუშაოები დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
შესრულებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გაზრდის გზის გამტარუნარიანობას, აღნიშნა კალაძემ. საგზაო მოძრაობის განტვირთვისა და გაუმჯობესების მიზნით ქალაქის სხვა რაიონებშიც გამოვლინდა და მიმდინარეობს გადატვირთული სატრანსპორტო კვანძების განახლება.
მეტროს სადგურ „ისანთან" მოეწყო საგზაო კუნძულები, კეთილმოეწყო ტროტუარები და ბორდიურები, გამოიცვალა ასფალტის საფარი, დაიხაზა გზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, ასევე კეთილმოეწყო მოსაცდელები ავტობუსის გაჩერებებზე.
ამ დროისათვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაახლოებით 35 მარშრუტი ყოველდღიურად დაახლოებით 130 ათას მგზავრს ემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0