https://sputnik-georgia.com/20230830/italiasi-binebis-zarcvistvis-saqartvelos-rva-moqalaqe-daakaves-281784480.html
იტალიაში ბინების ძარცვისთვის საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ბინების ძარცვისთვის საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. იტალიის პოლიციამ ქალაქ სალერნოში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავა, რომელთაც ბინების ძარცვა ედებათ ბრალად, იუწყება ტელეკომპანია... 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T10:39+0400
2023-08-30T10:39+0400
2023-08-30T14:35+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
იტალია
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/43/246524387_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_fe90b459de23be9ce40bd3823b8ce680.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. იტალიის პოლიციამ ქალაქ სალერნოში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავა, რომელთაც ბინების ძარცვა ედებათ ბრალად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" იტალიურ მედიაზე დაყრდნობით. იტალიური პოლიციის განცხადებით, დაკავებული არიან ბანდის წევრები, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ივლისამდე პერიოდში. ისინი ქურდავდნენ ბინებსა და სავაჭრო ცენტრებს. პოლიციამ ჩხრეკის შედეგად 100 ათას ევროზე მეტი ღირებულების ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობები და საათები ამოიღო, მათ შორის არის 20 ათასი ევროს ღირებულების ყელსაბამი. პოლონეთში ავტომობილების ქურდობის ფაქტზე ქართველები დააკავეს>>სოლერნოს კომისრის ჯანკარლო კონტიჩიოს განცხადებით, როგორც აღმოჩნდა, დამნაშავეები ძირითად ინფორმაციას ადამიანების ადგილმდებარეობის შესახებ სოციალური ქსელებიდან იღებდნენ. მან მოსახლეობა გააფრთხილა, არ გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია და ფოტოები თავიანთი მოგზაურობების შესახებ, რადგან ქურდები ასე იგებენ, რომ ისინი სახლში არ იმყოფებიან. დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება, აღნიშნეს იტალიის პოლიციაში.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24652/43/246524387_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_3c3f253c277eb4da80923d2422253da3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, იტალია
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, იტალია
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. იტალიის პოლიციამ ქალაქ სალერნოში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავა, რომელთაც ბინების ძარცვა ედებათ ბრალად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.
იტალიური პოლიციის განცხადებით, დაკავებული არიან ბანდის წევრები, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ივლისამდე პერიოდში. ისინი ქურდავდნენ ბინებსა და სავაჭრო ცენტრებს.
პოლიციამ ჩხრეკის შედეგად 100 ათას ევროზე მეტი ღირებულების ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობები და საათები ამოიღო, მათ შორის არის 20 ათასი ევროს ღირებულების ყელსაბამი.
სოლერნოს კომისრის ჯანკარლო კონტიჩიოს განცხადებით, როგორც აღმოჩნდა, დამნაშავეები ძირითად ინფორმაციას ადამიანების ადგილმდებარეობის შესახებ სოციალური ქსელებიდან იღებდნენ. მან მოსახლეობა გააფრთხილა, არ გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია და ფოტოები თავიანთი მოგზაურობების შესახებ, რადგან ქურდები ასე იგებენ, რომ ისინი სახლში არ იმყოფებიან.
დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება, აღნიშნეს იტალიის პოლიციაში.