არტიშოკის ნახარში ღვიძლის აღსადგენად: დეტალური რეცეპტი

CC BY-SA 2.0 / Jimmy Baikovicius / Alcachofaარტიშოკი
არტიშოკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ღვიძლი, ადამიანის ყველაზე მძიმე ორგანო, ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ღვიძლის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ვჭამთ და ვსვამთ, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, არსებობს ბოსტნეული, რომლის ნახარშიც ღვიძლის ბუნებრივ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევა.
საუბარია არტიშოკის ფოთლების ნახარშზე, რომელიც ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნამდვილი საბადოა და ძალიან სასარგებლოა ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
გარდა ამისა, არტიშოკის ფოთლების ნახარში:
ხელს უშლის ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას.
იცავს ღვიძლს და ხელს უწყობს მის აღდგენას.
აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ჭრის გაზების პრობლემას, აღკვეთს კუჭის პრობლემებს.
აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს შეკრულობისა და დიარეის პრობლემებს.
სასარგებლოა კანის ჯანმრთელობისთვის.

არტიშოკის სასარგებლო თვისებები

არტიშოკი A, B1 და C ვიტამინების, ასევე კალიუმისა და მაგნიუმის წყაროა. ის წმენდს ღვიძლს და ასტიმულირებს ნაღველის გამოყოფას, რაც ტოქსინების გამოდევნასა და ღვიძლის ჯანსაღ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
არტიშოკის რეგულარული მიღება იცავს ორგანიზმს კიბოსგან ანტიოქსიდანტებისა და ნაერთის წყალობით, რომელსაც კვერცეტინს უწოდებენ.
არტიშოკი რკინის მდიდარი წყაროცაა, ამიტომ ის რეკომენდებულია რკინადეფიციტური ანემიის მქონე ადამიანებისთვის.
როგორც ცილების მდიდარი წყარო, არტიშოკი აძლიერებს გულის კუნთს, ამცირებს შარდოვანას დონეს და აუმჯობესებს გულის მუშაობას.
ამასთან, არტიშოკი:
ზრდის შარდოვანას კონცენტრაციას თირკმლებში და ქმნის შარდმდენ ეფექტს.
აძლიერებს იმუნურ სისტემას.
არტიშოკის ფოთლები ხელს უწყობს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომების მოხსნას, აღადგენს ბაქტერიების ბალანსს ნაწლავებში.
არტიშოკის ფოთლები ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას.
კალიუმის წყალობით არეგულირებს არტერიულ წნევას.
არტიშოკისა და მისი ფოთლების ექსტრაქტი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
შველის მუცლის შებერილობას.
აქვეითებს ფიზიკურ და ემოციურ დაღლილობას.

არტიშოკის ნახარშის მომზადების წესი

ჩაასხით ქვაბში ერთი ლიტრი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
აიღეთ სამი ღერო არტიშოკი და მოაცალეთ ფოთლები.
ჩაყარეთ ფოთლები მდუღარე წყალში და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
როდესაც ფოთლები ფერს გაუშვებს, ანუ წყალი შეფერადდება, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დაახურეთ ხუფი.
დატოვეთ ასე 15 წუთი, შემდეგ კი გაწურეთ.
შეგიძლიათ მიირთვათ დღეში ორი ჭიქა ნახარში — აუცილებლად მშიერ კუჭზე.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
წყარო: Sabah
ყველა ახალი ამბავი
0