https://sputnik-georgia.com/20230830/----------281799288.html
ეს ფეიკ-ნიუსია: კალაძე მუხიანში დამონტაჟებულ ატრაქციონთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე
ეს ფეიკ-ნიუსია: კალაძე მუხიანში დამონტაჟებულ ატრაქციონთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მუხიანში საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა, არის დეზინფორმაცია, განაცხადა თბილისის... 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T16:51+0400
2023-08-30T16:51+0400
2023-08-30T19:56+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მუხიანში საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა, არის დეზინფორმაცია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო წარწერით: „მუხიანში სასრიალო უკუღმა დაამონტაჟეს?" დედაქალაქის მერმა აღნიშნულ ინფორმაციას მიზანმიმართული ფეიკ-ნიუსი უწოდა და თვალსაჩინოებისთვის წარმოადგინა აღნიშნული ატრაქციონის მუშაობის ინსტრუქციის ამსახველი ვიდეორგოლი. მისი თქმით, ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამისთვის „ბევრ სისულელეს იგონებს". „ხდება მიზანმიმართული „ფეიკ-ნიუსების" გავრცელება, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა ბოროტ ადამიანებს. ჩვენ ვიცით, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ზოგადად ქვეყნის და დედაქალაქის მიმართ", – განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, თბილისის მერია ყოველთვის მოახდენს რეაგირებას მსგავს დეზინფორმაციაზე, რათა ადამიანებმა, რომლებიც ხარობენ ქალაქის აღმშენებლობით, იცოდნენ სიმართლე. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ მერია არ დაუშვებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და მსგავს ფაქტებზე ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება, დასძინა კალაძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მუხიანში საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა, არის დეზინფორმაცია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო წარწერით: „მუხიანში სასრიალო უკუღმა დაამონტაჟეს?" დედაქალაქის მერმა აღნიშნულ ინფორმაციას მიზანმიმართული ფეიკ-ნიუსი უწოდა და თვალსაჩინოებისთვის წარმოადგინა აღნიშნული ატრაქციონის მუშაობის ინსტრუქციის ამსახველი ვიდეორგოლი.
„არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიწევს. „ფეიკ-ნიუსები" მაქვს მხედველობაში, რომლის მიზანიც არის თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაცია და საზოგადოების დეზინფორმაცია. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე დისკრედიტაცია გაუწიონ დედაქალაქის მერიას. რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე კახა კალაძეა", – განაცხადა მერმა.
მისი თქმით, ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამისთვის „ბევრ სისულელეს იგონებს".
„ხდება მიზანმიმართული „ფეიკ-ნიუსების" გავრცელება, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა ბოროტ ადამიანებს. ჩვენ ვიცით, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ზოგადად ქვეყნის და დედაქალაქის მიმართ", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის მერია ყოველთვის მოახდენს რეაგირებას მსგავს დეზინფორმაციაზე, რათა ადამიანებმა, რომლებიც ხარობენ ქალაქის აღმშენებლობით, იცოდნენ სიმართლე.
საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ მერია არ დაუშვებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და მსგავს ფაქტებზე ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება, დასძინა კალაძემ.