https://sputnik-georgia.com/20230829/vivek-ramasvamis-saprogramo-sityva-281747231.html
რამასვამი: ვაღიარებ რუსეთის კონტროლს უკრაინის ტერიტორიებზე და დავბლოკავ კიევს ნატოში
რამასვამი: ვაღიარებ რუსეთის კონტროლს უკრაინის ტერიტორიებზე და დავბლოკავ კიევს ნატოში
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უარს ვიტყვი „იდიოტების“ სისხლიან რიტორიკაზე, რომლებიც უკრაინაში უშედეგო ომს... 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T10:51+0400
2023-08-29T10:51+0400
2023-08-29T16:06+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281747056_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_a1c9aac487469f0ba22c1e351a840ecb.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უარს ვიტყვი „იდიოტების“ სისხლიან რიტორიკაზე, რომლებიც უკრაინაში უშედეგო ომს ქადაგებენ, ვაღიარებ რუსეთის კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დავბლოკავ უკრაინის კანდიდატურას ნატოში, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ვივეკ რამასვამიმ.თავისი შეხედულებები მან საპროგრამო სიტყვაში ჩამოაყალიბა, რომელიც გამოაქვეყნა ჟურნალმა The American Conservative.რამასვამის აზრით, აშშ-სთვის უმთავრესი საფრთხე ჩინეთისა და რუსეთის დაახლოებაა, და შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი უნდა იღონოს ამ კავშირის დასაშლელად.რესპუბლიკელი კანდიდატი დარწმუნებულია, რომ 2025 წელს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას მიაღწევს იმ პირობებით, „რომლებიც პირველ ადგილზე აშშ-ის ინტერესებს აყენებს“.ამასთან საპრეზიდენტო კანდიდატს მიაჩნია, რომ აშშ ნატოში მხოლოდ უკრაინის დაბლოკვით არ უნდა შემოიფარგლოს.ვივეკ რამასვამის რეიტინგი რესპუბლიკელთა შორის ამ დროისათვის 7,2%-ია. პირველ ადგილზე დონალდ ტრამპია 55,4%-ით, ხოლო მეორეზე რონ დესანტისი 14,3%-ით.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281747056_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_5ace6319a6029c415aa0f5a23a410539.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, პოლიტიკა
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უარს ვიტყვი „იდიოტების“ სისხლიან რიტორიკაზე, რომლებიც უკრაინაში უშედეგო ომს ქადაგებენ, ვაღიარებ რუსეთის კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დავბლოკავ უკრაინის კანდიდატურას ნატოში, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ვივეკ რამასვამიმ.
თავისი შეხედულებები მან საპროგრამო სიტყვაში ჩამოაყალიბა, რომელიც გამოაქვეყნა ჟურნალმა
The American Conservative.
რამასვამის აზრით, აშშ-სთვის უმთავრესი საფრთხე ჩინეთისა და რუსეთის დაახლოებაა, და შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი უნდა იღონოს ამ კავშირის დასაშლელად.
„როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, მე პატივს ვცემ და ავაღორძინებ ნიქსონის მემკვიდრეობას, უარს ვიტყვი დამხმარე იდიოტების სისხლიან რიტორიკაზე, რომლებიც უკრაინაში წაუგებელ ომს ქადაგებენ — ომს, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს ორ დიდ მოწინააღმდეგეს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი უკრაინაში, მით უფრო ცხადი ხდება, რომ გამარჯვებული მხოლოდ ერთია — ჩინეთი“, — მიაჩნია რამასვამის.
რესპუბლიკელი კანდიდატი დარწმუნებულია, რომ 2025 წელს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას მიაღწევს იმ პირობებით, „რომლებიც პირველ ადგილზე აშშ-ის ინტერესებს აყენებს“.
„კარგი გარიგება მოითხოვს, რომ მხარეებმა მისგან რაღაც მოგება მიიღონ. ამ მიზნით მე ვაღიარებ რუსეთის კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დავპირდები [მოსკოვს], რომ დავბლოკავ უკრაინის კანდიდატურას ნატოში — რუსეთის ჩინეთთან სამხედრო კავშირიდან გასვლის სანაცვლოდ. გავაუქმებ სანქციებს და დავაბრუნებ რუსეთს მსოფლიო ბაზარზე. ამ გზით რუსეთს აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის გეგმების შემაკავებელ სტრატეგიულ ფაქტორად ვაქცევ“, — ნათქვამია რამასვამის საპროგრამო სტატიაში.
ამასთან საპრეზიდენტო კანდიდატს მიაჩნია, რომ აშშ ნატოში მხოლოდ უკრაინის დაბლოკვით არ უნდა შემოიფარგლოს.
„ევროპის კონტინენტზე ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ნატოს საზღვრების შეზღუდვისკენ და არ უნდა დავუშვათ [ალიანსის] შემდგომი ტერიტორიული გაფართოება“, — წერს რამასვამი.
ვივეკ რამასვამის რეიტინგი რესპუბლიკელთა შორის ამ დროისათვის 7,2%-ია. პირველ ადგილზე დონალდ ტრამპია 55,4%-ით, ხოლო მეორეზე რონ დესანტისი 14,3%-ით.