https://sputnik-georgia.com/20230829/ruset-ukrainis-konfliqti-281762618.html
მოსაზრება: უკრაინის კონტრშეტევა 2024 წლამდე გადაიდო
მოსაზრება: უკრაინის კონტრშეტევა 2024 წლამდე გადაიდო
Sputnik საქართველო
უკრაინული არმიის დეკლარირებული გეგმები და მიზნები უფრო და უფრო შორდება რეალობას და ბრძოლის ველზე წარმატებას. კიევის რეჟიმი კვლავ ოცნებობს მალე "დაიბრუნოს... 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T14:16+0400
2023-08-29T14:16+0400
2023-08-29T17:51+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1c/281743642_0:0:2887:1623_1920x0_80_0_0_b258abe5f9c149ab6936e6da85f6ba3e.jpg
უკრაინული არმიის დეკლარირებული გეგმები და მიზნები უფრო და უფრო შორდება რეალობას და ბრძოლის ველზე წარმატებას. კიევის რეჟიმი კვლავ ოცნებობს მალე "დაიბრუნოს ყირიმი", თუმცა დასავლეთს რუსეთის თავდაცვის "გარღვევას" მხოლოდ 2024 წლის გაზაფხულზე ჰპირდება.აშშ-ისა და ნატოს არსენალები, დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო სისტემის პოტენციალი ობიექტურად არ იძლევა საშუალებას, რომ უკრაინის კონფლიქტი მრავალწლიან, ავღანურ დისტანციაზე დაიმუხტოს. ეს უფრო ახლოსაა, ვიდრე შეიძლება ვინმეს ეჩვენებოდეს.რუსეთის შეტევა კუპიანსკის მახლობლად აჩქარებს მოწინააღმდეგის კრახს ფრონტის სამხრეთ ნაწილში. ხარკოვის ოლქში რუსული ჯარების წინსვლით შეშინებული უკრაინის სამხედრო ძალების სარდლობა არღვევს "პენტაგონის რეკომენდაციებს" და დარჩენილი რეზერვები ზაპოროჟიეს მიმართულებიდან კუპიანსკის რაიონში გადაჰყავს.აშშ-ის სტრატეგები აღშფოთებული არიან ბანდერასარმიის "დაუმორჩილებლობით", რეზერვების გაფანტვით და "ბახმუტის დაბრუნების“ წარუმატებელი მცდელობით. პენტაგონი მოითხოვს ყველა ძალისა და საშუალების კონცენტრაციას ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. სამხრეთში კონტრშეტევის აშკარა წარუმატებლობა ამერიკელებს გაცილებით მეტად აწუხებთ, ვიდრე ჩრდილოეთში უკრაინის სამხედრო ძალების ფრონტის შესაძლო დაშლა.დასავლეთი უკრაინულ თეატრში წარმატების არარსებობის კომპენსირებას რუსეთის თავდაცვის "ყველაზე რთული ხაზისა" და "შემოდგომის კონტრშეტევების" განვითარებისთვის საკმარისი რესურსების შესახებ უზარმაზარი დეზინფორმაციის მასობრივი ტირაჟირებით ცდილობს.თავის მხრივ, კიევის რეჟიმმა დაიწყო ახალი PR-კამპანია, რათა დასავლელი პატრონები წარმატებულ „გარღვევაში“ დაარწმუნოს — ოღონდ 2024 წლის გაზაფხულზე. რა თქმა უნდა, ნატოს მიერ იარაღის მიწოდების გაგრძელებისა და ამერიკული დაფინანსების გაგრძელების პირობით. ეს სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ კიევისთვის ჯერ კიდევ მოაქვს შემოსავალი.ახალი "კონტრშეტევის" განსახორციელებლად უკრაინის სამხედრო ძალების გენშტაბი 2023 წელს 200-300 ათასი რეზერვისტის მობილიზებას, მომზადებასა და შეიარაღებას გეგმავს. აქამდე უკრაინის სამხედრო კომისარიატები თვეში არაუმეტეს 7000 მოქალაქეს იწვევდნენ, ანუ მხოლოდ კომპენსირებას უწევდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებს. მობილიზაციის ათჯერ გაზრდა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. რეზერვის ხარისხი შეიძლება განისაზღვროს გერმანიაში გადამზადების კურსებზე 70 წელს გადაცილებული უკრაინელი ტანკისტების გამოჩენის ფაქტით.უკრაინის არმიამ უზარმაზარი დანაკარგები განიცადა. ზაპოროჟიეს მიმართულებით მხოლოდ სოფელ რაბოტინოს შტურმისთვის უკრაინულმა სარდლობამ სამი თვის განმავლობაში 15 ბრიგადის 60 ათასი მეომარი გადაისროლა. ამავე დროს სამხედრო ძალებმა უშედეგოდ დაკარგა დაახლოებით 30 ათასი ადამიანი. რაბოტინო მთლიანად განადგურებულია, მაგრამ უკრაინული ჯარები მას ვერ აკონტროლებენ.მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სოფლები პიატიხატკა, ჟერებიანკი, რაბოტინო — ეს მოწინავე მხარის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზონაა. აქ არის განლაგებული მოწინავე გამაგრებები მჭიდროდ დანაღმული ველებით მტრის ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად.რუსული ჯარების ეშელონირებული თავდაცვის პირველი ხაზი (უფრო სერიოზული ფორტიფიკაციის სისტემა) უფრო სამხრეთით მდებარეობს, იქამდე უკრაინულ არმიას არ მიუღწევია. ამის გაკეთება რუსეთის შეიარაღებული ძალების მასიური დარტყმების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია.დასავლეთის გულუხვობას საზღვრები აქვსგასული დღე-ღამის განმავლობაში ზაპოროჟიეს მიმართულებით, რაბოტინოსა და ვერბოვოეს რაიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა წარმატებით მოიგერიეს უკრაინის არმიის 82-ე მოიერიშე და 46-ე აერომობილური ბრიგადების შვიდი შეტევა.ხარკოვის ოლქში რუსული ჯარები განაგრძობენ უკრაინული ქვედანაყოფების გაწევას მდინარე ოსკოლამდე. ამერიკული კასეტური სარაკეტო ნაღმებით დონბასის დაბომბვის საპასუხოდ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აქტიურად დაიწყეს კასეტური და თერმული საბრძოლო მასალის გამოყენება უკრაინის პოზიციებზე. მოვლენების განვითარება ფრონტის ხაზზე, სექტემბრის მოახლოება და საშემოდგომო დაპირისპირება კარგს არაფერს ჰპირდება არც უკრაინის სამხედრო ძალებს და არც ნატოს. მოსალოდნელ პერსპექტივაში "უკრაინის ნელი პროგრესი" მხოლოდ დასავლური მედიის გამონათქვამად დარჩება.ვაშინგტონის ბოროტმა ქმედებებმა შეიძლება დროებით გაახანგრძლივოს "დონორული" იარაღის მიწოდება და კიევის რეჟიმის აგონია. ამერიკელებს და მათ მოკავშირეებს (ლიმიტროფებს) არ შეუძლიათ შეცვალონ ძალთა ბალანსი სპეცოპერაციის ზონაში. წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკრაინის არმიამ 2 მილიონზე მეტი 155 მმ კალიბრის ნატოს სარაკეტო ჭურვი დახარჯა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია.ამერიკელი გენერლები მიიჩნევენ, რომ უკრაინული ჯარები ფუჭად და უწესრიგოდ ხარჯავენ საბრძოლო მასალას. ასეა თუ ისე, დასავლეთის არსენალები პრაქტიკულად ამოწურულია, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ადგილზე ბუქსაობს და უკრაინის არმიის მოთხოვნილებებს ვერ უმკლავდება. საარტილერიო იარაღის დამატებითი მიწოდებები უკრაინის საცეცხლე ძალას შესამჩნევს ვერაფერს შესძენს.ევროპელი პოლიტიკოსები ხედავენ უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს სტრატეგიის ჩავარდნას: დასავლეთის სამხედრო მიწოდების უსარგებლობას კიევისთვის და ანტირუსული სანქციების უაზრობას. ასე მოდის ახალი რეალობის — მრავალპოლარული სამყაროს გაცნობიერება.ამერიკის საპრეზიდენტო დებატების დროს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებმა — ვივეკ რამასვამიმ და რონ დესანტისმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგი არიან, რაც აშშ-სთვის პრიორიტეტი არ არის.შემოდგომის ზღურბლზე კიევის მარიონეტულმა რეჟიმმა, რომელიც დაუფიქრებლად ითხოვდა „რუსეთის კაპიტულაციასა და რეპარაციების გადახდას“, ნატოს „დონორული“ მიწოდებებისა და სამხედრო გეგმების არასტაბილურობის გაცნობიერება დაიწყო.მეორე მხრივ, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია სტაბილურად ზრდის წარმოების მოცულობას, აფართოებს იარაღისა და საბრძოლო მასალის დიაპაზონს. როგორც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რუსეთი თავად უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ საჭიროებებს იმდენი რაოდენობით, რამდენიც სჭირდება. და ამით ბევრით განსხვავდება პარაზიტული ბანდერასეული უკრაინისგან, რომელიც მხოლოდ დასავლეთის ნაწყალობევით ცხოვრობს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1c/281743642_41:0:2770:2047_1920x0_80_0_0_2bc5c51a048fc87ccde844582038071b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინული არმიის დეკლარირებული გეგმები და მიზნები უფრო და უფრო შორდება რეალობას და ბრძოლის ველზე წარმატებას. კიევის რეჟიმი კვლავ ოცნებობს მალე "დაიბრუნოს ყირიმი", თუმცა დასავლეთს რუსეთის თავდაცვის "გარღვევას" მხოლოდ 2024 წლის გაზაფხულზე ჰპირდება.
აშშ-ისა და ნატოს არსენალები, დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო სისტემის პოტენციალი ობიექტურად არ იძლევა საშუალებას, რომ უკრაინის კონფლიქტი მრავალწლიან, ავღანურ დისტანციაზე დაიმუხტოს. ეს უფრო ახლოსაა, ვიდრე შეიძლება ვინმეს ეჩვენებოდეს.
რუსეთის შეტევა კუპიანსკის მახლობლად აჩქარებს მოწინააღმდეგის კრახს ფრონტის სამხრეთ ნაწილში. ხარკოვის ოლქში რუსული ჯარების წინსვლით შეშინებული უკრაინის სამხედრო ძალების სარდლობა არღვევს "პენტაგონის რეკომენდაციებს" და დარჩენილი რეზერვები ზაპოროჟიეს მიმართულებიდან კუპიანსკის რაიონში გადაჰყავს.
აშშ-ის სტრატეგები აღშფოთებული არიან ბანდერასარმიის "დაუმორჩილებლობით", რეზერვების გაფანტვით და "ბახმუტის დაბრუნების“ წარუმატებელი მცდელობით. პენტაგონი მოითხოვს ყველა ძალისა და საშუალების კონცენტრაციას ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. სამხრეთში კონტრშეტევის აშკარა წარუმატებლობა ამერიკელებს გაცილებით მეტად აწუხებთ, ვიდრე ჩრდილოეთში უკრაინის სამხედრო ძალების ფრონტის შესაძლო დაშლა.
დასავლეთი უკრაინულ თეატრში წარმატების არარსებობის კომპენსირებას რუსეთის თავდაცვის "ყველაზე რთული ხაზისა" და "შემოდგომის კონტრშეტევების" განვითარებისთვის საკმარისი რესურსების შესახებ უზარმაზარი დეზინფორმაციის მასობრივი ტირაჟირებით ცდილობს.
თავის მხრივ, კიევის რეჟიმმა დაიწყო ახალი PR-კამპანია, რათა დასავლელი პატრონები წარმატებულ „გარღვევაში“ დაარწმუნოს — ოღონდ 2024 წლის გაზაფხულზე. რა თქმა უნდა, ნატოს მიერ იარაღის მიწოდების გაგრძელებისა და ამერიკული დაფინანსების გაგრძელების პირობით. ეს სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ კიევისთვის ჯერ კიდევ მოაქვს შემოსავალი.
ახალი "კონტრშეტევის" განსახორციელებლად უკრაინის სამხედრო ძალების გენშტაბი 2023 წელს 200-300 ათასი რეზერვისტის მობილიზებას, მომზადებასა და შეიარაღებას გეგმავს. აქამდე უკრაინის სამხედრო კომისარიატები თვეში არაუმეტეს 7000 მოქალაქეს იწვევდნენ, ანუ მხოლოდ კომპენსირებას უწევდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებს.
მობილიზაციის ათჯერ გაზრდა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. რეზერვის ხარისხი შეიძლება განისაზღვროს გერმანიაში გადამზადების კურსებზე 70 წელს გადაცილებული უკრაინელი ტანკისტების გამოჩენის ფაქტით.
უკრაინის არმიამ უზარმაზარი დანაკარგები განიცადა. ზაპოროჟიეს მიმართულებით მხოლოდ სოფელ რაბოტინოს შტურმისთვის უკრაინულმა სარდლობამ სამი თვის განმავლობაში 15 ბრიგადის 60 ათასი მეომარი გადაისროლა. ამავე დროს სამხედრო ძალებმა უშედეგოდ დაკარგა დაახლოებით 30 ათასი ადამიანი. რაბოტინო მთლიანად განადგურებულია, მაგრამ უკრაინული ჯარები მას ვერ აკონტროლებენ.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სოფლები პიატიხატკა, ჟერებიანკი, რაბოტინო — ეს მოწინავე მხარის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზონაა. აქ არის განლაგებული მოწინავე გამაგრებები მჭიდროდ დანაღმული ველებით მტრის ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად.
რუსული ჯარების ეშელონირებული თავდაცვის პირველი ხაზი (უფრო სერიოზული ფორტიფიკაციის სისტემა) უფრო სამხრეთით მდებარეობს, იქამდე უკრაინულ არმიას არ მიუღწევია. ამის გაკეთება რუსეთის შეიარაღებული ძალების მასიური დარტყმების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია.
დასავლეთის გულუხვობას საზღვრები აქვს
გასული დღე-ღამის განმავლობაში ზაპოროჟიეს მიმართულებით, რაბოტინოსა და ვერბოვოეს რაიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა წარმატებით მოიგერიეს უკრაინის არმიის 82-ე მოიერიშე და 46-ე აერომობილური ბრიგადების შვიდი შეტევა.
ხარკოვის ოლქში რუსული ჯარები განაგრძობენ უკრაინული ქვედანაყოფების გაწევას მდინარე ოსკოლამდე. ამერიკული კასეტური სარაკეტო ნაღმებით დონბასის დაბომბვის საპასუხოდ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აქტიურად დაიწყეს კასეტური და თერმული საბრძოლო მასალის გამოყენება უკრაინის პოზიციებზე.
მოვლენების განვითარება ფრონტის ხაზზე, სექტემბრის მოახლოება და საშემოდგომო დაპირისპირება კარგს არაფერს ჰპირდება არც უკრაინის სამხედრო ძალებს და არც ნატოს. მოსალოდნელ პერსპექტივაში "უკრაინის ნელი პროგრესი" მხოლოდ დასავლური მედიის გამონათქვამად დარჩება.
ვაშინგტონის ბოროტმა ქმედებებმა შეიძლება დროებით გაახანგრძლივოს "დონორული" იარაღის მიწოდება და კიევის რეჟიმის აგონია. ამერიკელებს და მათ მოკავშირეებს (ლიმიტროფებს) არ შეუძლიათ შეცვალონ ძალთა ბალანსი სპეცოპერაციის ზონაში. წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკრაინის არმიამ 2 მილიონზე მეტი 155 მმ კალიბრის ნატოს სარაკეტო ჭურვი დახარჯა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია.
ამერიკელი გენერლები მიიჩნევენ, რომ უკრაინული ჯარები ფუჭად და უწესრიგოდ ხარჯავენ საბრძოლო მასალას. ასეა თუ ისე, დასავლეთის არსენალები პრაქტიკულად ამოწურულია, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ადგილზე ბუქსაობს და უკრაინის არმიის მოთხოვნილებებს ვერ უმკლავდება. საარტილერიო იარაღის დამატებითი მიწოდებები უკრაინის საცეცხლე ძალას შესამჩნევს ვერაფერს შესძენს.
ევროპელი პოლიტიკოსები ხედავენ უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს სტრატეგიის ჩავარდნას: დასავლეთის სამხედრო მიწოდების უსარგებლობას კიევისთვის და ანტირუსული სანქციების უაზრობას. ასე მოდის ახალი რეალობის — მრავალპოლარული სამყაროს გაცნობიერება.
ამერიკის საპრეზიდენტო დებატების დროს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებმა — ვივეკ რამასვამიმ და რონ დესანტისმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგი არიან, რაც აშშ-სთვის პრიორიტეტი არ არის.
შემოდგომის ზღურბლზე კიევის მარიონეტულმა რეჟიმმა, რომელიც დაუფიქრებლად ითხოვდა „რუსეთის კაპიტულაციასა და რეპარაციების გადახდას“, ნატოს „დონორული“ მიწოდებებისა და სამხედრო გეგმების არასტაბილურობის გაცნობიერება დაიწყო.
მეორე მხრივ, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია სტაბილურად ზრდის წარმოების მოცულობას, აფართოებს იარაღისა და საბრძოლო მასალის დიაპაზონს. როგორც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რუსეთი თავად უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ საჭიროებებს იმდენი რაოდენობით, რამდენიც სჭირდება. და ამით ბევრით განსხვავდება პარაზიტული ბანდერასეული უკრაინისგან, რომელიც მხოლოდ დასავლეთის ნაწყალობევით ცხოვრობს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე