https://sputnik-georgia.com/20230829/miqautaze-kontraqts-aiaqstan-gaaformebs-281754840.html
მიქაუტაძე კონტრაქტს „აიაქსთან“ გააფორმებს - მასმედია
მიქაუტაძე კონტრაქტს „აიაქსთან“ გააფორმებს - მასმედია
Sputnik საქართველო
მიქაუტაძისთვის რამდენიმე ევროპული კლუბი იბრძოდა – „ლიონი“, „შეფილდი“, „აიაქსი“ და „ლაციო“. 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T12:49+0400
2023-08-29T12:49+0400
2023-08-29T16:50+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
ნიდერლანდები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281751591_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_46ad13d1017f4d20ccc05dc20f7a1cb9.jpg
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე სამშაბათს, 29 აგვისტოს სამედიცინო გამოკვლევას გაივლის და ხელს მოაწერს კონტრაქტს ნიდერლანდის „აიაქსთან“, განაცხადა ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.გასული კვირის ბოლოს ფრანგულმა გაზეთმა L'Équipe მიქაუტაძის გადასვლისთვის რეალისტურ ვარიანტად ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაასახელა, ნიდერლანდურმა გამოცემამ კი კატეგორიულად „აიაქსზე“ მიუთითა.იმავეს ამტკიცებს სოციალურ ქსელში ფრანგი ჟურნალისტი მოჰამად ტუბაშ-ტერი.ფრანგულმა გამოცემა le10sport-მა ტრანსფერის საინტერესო დეტალები გამოაქვეყნა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ მიქაუტაძისთვის რამდენიმე ევროპული კლუბი იბრძოდა – „ლიონი“, „შეფილდი“, „აიაქსი“ და „ლაციო“.ამგვარად, მიქაუტაძე ყველაზე ძვირი მოთამაშე გახდება, რომელმაც „მეცი“ დატოვა.ანალიტიკური პორტალი Whoscored-ის ვერსიით, მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შედეგებით სიმბოლურ ნაკრებში ფავორიტებს შორის მოხვდა.ამას გარდა, 2022/2023 წლების სეზონის შედეგებით მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს.
საქართველო
ნიდერლანდები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281751591_210:0:1305:821_1920x0_80_0_0_d76a024e1d5eec74184a71837e72454a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ნიდერლანდები
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, ნიდერლანდები
მიქაუტაძე კონტრაქტს „აიაქსთან“ გააფორმებს - მასმედია
12:49 29.08.2023 (განახლებულია: 16:50 29.08.2023) მიქაუტაძისთვის რამდენიმე ევროპული კლუბი იბრძოდა – „ლიონი“, „შეფილდი“, „აიაქსი“ და „ლაციო“.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე სამშაბათს, 29 აგვისტოს სამედიცინო გამოკვლევას გაივლის და ხელს მოაწერს კონტრაქტს ნიდერლანდის „აიაქსთან“, განაცხადა ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
გასული კვირის ბოლოს ფრანგულმა გაზეთმა L'Équipe მიქაუტაძის გადასვლისთვის რეალისტურ ვარიანტად ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაასახელა, ნიდერლანდურმა გამოცემამ კი კატეგორიულად „აიაქსზე“ მიუთითა.
„მიქაუტაძე სამშაბათს, 29 აგვისტოს „აიაქსში“ სამედიცინო გამოკვლევას გაივლის. მოლაპარაკებები კლუბებს შორის დასკვნით სტადიაზეა და ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ მიქაუტაძე „აიაქსის“ მოთამაშეა“, – დაწერა რომანომ.
იმავეს ამტკიცებს სოციალურ ქსელში ფრანგი ჟურნალისტი მოჰამად ტუბაშ-ტერი.
„ჟორჟ მიქაუტაძემ „აიაქსი“ შეარჩია, „მეცის“ თავდამსხმელი სამედიცინო გამოკვლევას გაივლის ერედივიზიის გუნდში გადასვლამდე და გადავა „აიაქსში“, – დაწერა ჟურნალისტმა.
ფრანგულმა გამოცემა le10sport-მა ტრანსფერის საინტერესო დეტალები გამოაქვეყნა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ მიქაუტაძისთვის რამდენიმე ევროპული კლუბი იბრძოდა – „ლიონი“, „შეფილდი“, „აიაქსი“ და „ლაციო“.
„მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ მიქაუტაძემ „აიაქსში“ გადასვლა გადაწყვიტა, რომელმაც „მეცს“ 20 მლნ ევრო გადაუხადა“, – წერს le10sport.
ამგვარად, მიქაუტაძე ყველაზე ძვირი მოთამაშე გახდება, რომელმაც „მეცი“ დატოვა.
ანალიტიკური პორტალი Whoscored-ის ვერსიით, მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შედეგებით სიმბოლურ ნაკრებში ფავორიტებს შორის მოხვდა.
ამას გარდა, 2022/2023 წლების სეზონის შედეგებით მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს.