მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ახალი ინიციატივა: მაკრონი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებს გავმართავ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, განაცხადა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე.
მისი თქმით, ის ახალი დიპლომატიური ინიციატივით გამოვა, რომელიც მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარებას ისახავს მიზნად, სადაც აზერბაიჯანის მიერ ეთნიკური სომხებით დასახლებული ტერიტორიების ბლოკადის გამო ჰუმანიტარული კრიზისის წარმოქმნის საშიშროება გაჩნდა.

„ჩვენ მოითხოვთ ლაჩინის ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ შეთანხმების სრულ დაცვას და კიდევ ერთხელ გამოვალთ დიპლომატიური ინიციატივით საერთაშორისო დონეზე, რათა ამ საკითხზე ზეწოლა გაძლიერდეს", — აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მანამდე სომხეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, მოიწვიოს საგანგებო სხდომა მთიანი ყარაბაღის საკითხზე, რომელზეც რეგიონში გაუარესებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე იმსჯელებენ, რაშიც ერევანი ბაქოს ადანაშაულებს.
გაეროში სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მგერ მარგარიანმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა „ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფის" პირას დგას საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და ენერგორესურსების დეფიციტის გამო.

აზერბაიჯანის ელჩმა საფრანგეთში ლეილა აბდულაევამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სომხეთი რეგიონში „სიტუაციას ამძიმებს, იყენებს რა ლაჩინის მარშრუტს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნაღმებისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების გადასასროლად“. მისი თქმით, სწორედ ამიტომ დააყენა ბაქომ საკონტროლო-გამშვები პუნქტი ლაჩინის მარშრუტზე.
აბდულაევამ ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ფრანგი ოფიციალური პირი მთიან ყარაბაღში სომხებისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ ტვირთს აცილებდა, რამაც აზერბაიჯანის „დემონიზაციასა" და ჰუმანიტარულ კატასტროფაში დადანაშაულებას შეუწყო ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0