https://sputnik-georgia.com/20230829/evropasi-wylis-mwvave-deficiti-kidev-ufro-gamzafrdeba-281748920.html
FT: ევროპაში წყლის მწვავე დეფიციტი კიდევ უფრო გამძაფრდება
FT: ევროპაში წყლის მწვავე დეფიციტი კიდევ უფრო გამძაფრდება
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. წყალმომარაგების არასწორი პოლიტიკა და გვალვა ევროპაში წყლის უკიდურეს დეფიციტს იწვევს, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და... 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T12:28+0400
2023-08-29T12:28+0400
2023-08-29T16:43+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ევროპა
საზოგადოება
ჩვენ და ბუნება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0c/278488000_0:36:2048:1188_1920x0_80_0_0_b1497e0f48964c073b81c5c15963ff21.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. წყალმომარაგების არასწორი პოლიტიკა და გვალვა ევროპაში წყლის უკიდურეს დეფიციტს იწვევს, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და, შესაბამისად, წყალზე ტარიფების გაძვირებას გამოიწვევს, იუწყება გაზეთი Financial Times.მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში 1976 წლიდან 2006 წლამდე გვალვების რაოდენობამ და ინტენსივობამ მკვეთრად მოიმატა, ხოლო ამით დაზარალებული ტერიტორიების ფართობი თითქმის 20%-ით გაიზარდა.აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტი (WRI) ჯერ კიდევ 2020 წელს პროგნოზირებდა, რომ სასმელ წყალზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 56%-ით გადააჭარბებდა მტკნარი წყლის მარაგებს.თუმცა, როგორც FT წერს, გვალვა არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც წყლის დეფიციტს იწვევს. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ „ცივ ზამთარსა და საკმარის ნალექებს მიჩვეული ევროპელი პოლიტიკოსები წყალმომარაგებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ“, ახლა კი წყლის სისტემებსა და რეჟიმებს აღდგენა სჭირდება.გარემოსდაცვითი ორგანიზაცია EurEau-ს მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნები სასმელი წყლის 25%-ს კარგავენ ცუდი მილსადენების გამო. მაგალითად, რომში ეს მაჩვენებელი 42%-ს აღწევს, რადგან ქალაქის ზოგიერთ უბანში წყლის მიწოდების სისტემა ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროინდელია.როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აღნიშნავს, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გერმანიის გარდა, „წყალმომარაგების ყოველწლიური ხარჯები მეოთხედზე მეტით უნდა გაზარდოს“, რათა წყლის რესურსების დიდი ოდენობით დაკარგვა აღიკვეთოს. საქმე ისაა, რომ ევროპაში წყლის დანაკარგების ოპტიმალური დონე დაახლოებით 10%-ს აღწევს.FT-ს ვარაუდით, წყალზე ტარიფები, რომლებიც ელექტროენერგიის ღირებულებას გაცილებით ჩამორჩება, აუცილებლად გაიზრდება, ხოლო ახალი ზომების მიღება საკმაოდ გაძნელდება – ადგილობრივ, ეროვნულ და საერთო ევროპულ დონეზე მათი შეთანხმების პროცედურებით.წყარო: Financial Times
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0c/278488000_89:0:2020:1448_1920x0_80_0_0_2c42ac436d82a0a63c235016d7e0d1fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ევროპა, საზოგადოება, ჩვენ და ბუნება
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ევროპა, საზოგადოება, ჩვენ და ბუნება
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. წყალმომარაგების არასწორი პოლიტიკა და გვალვა ევროპაში წყლის უკიდურეს დეფიციტს იწვევს, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და, შესაბამისად, წყალზე ტარიფების გაძვირებას გამოიწვევს, იუწყება გაზეთი Financial Times.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში 1976 წლიდან 2006 წლამდე გვალვების რაოდენობამ და ინტენსივობამ მკვეთრად მოიმატა, ხოლო ამით დაზარალებული ტერიტორიების ფართობი თითქმის 20%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტი (WRI) ჯერ კიდევ 2020 წელს პროგნოზირებდა, რომ სასმელ წყალზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 56%-ით გადააჭარბებდა მტკნარი წყლის მარაგებს.
თუმცა, როგორც FT წერს, გვალვა არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც წყლის დეფიციტს იწვევს. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ „ცივ ზამთარსა და საკმარის ნალექებს მიჩვეული ევროპელი პოლიტიკოსები წყალმომარაგებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ“, ახლა კი წყლის სისტემებსა და რეჟიმებს აღდგენა სჭირდება.
„ადგილობრივი წყლის მარეგულირებელი სისტემების, დახვრეტილი მილებისა და ექსტრემალური ამინდის კომბინაცია ევროპის ყველაზე ტენიან ნაწილებსაც კი, როგორებიცაა პოლონეთი ან გერმანია, „წყლის სტრესის" ზონებად აქცევს", — წერს გაზეთი.
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია EurEau-ს მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნები სასმელი წყლის 25%-ს კარგავენ ცუდი მილსადენების გამო. მაგალითად, რომში ეს მაჩვენებელი 42%-ს აღწევს, რადგან ქალაქის ზოგიერთ უბანში წყლის მიწოდების სისტემა ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროინდელია.
როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აღნიშნავს, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გერმანიის გარდა, „წყალმომარაგების ყოველწლიური ხარჯები მეოთხედზე მეტით უნდა გაზარდოს“, რათა წყლის რესურსების დიდი ოდენობით დაკარგვა აღიკვეთოს. საქმე ისაა, რომ ევროპაში წყლის დანაკარგების ოპტიმალური დონე დაახლოებით 10%-ს აღწევს.
FT-ს ვარაუდით, წყალზე ტარიფები, რომლებიც ელექტროენერგიის ღირებულებას გაცილებით ჩამორჩება, აუცილებლად გაიზრდება, ხოლო ახალი ზომების მიღება საკმაოდ გაძნელდება – ადგილობრივ, ეროვნულ და საერთო ევროპულ დონეზე მათი შეთანხმების პროცედურებით.