https://sputnik-georgia.com/20230829/ekvilibriumi-guriasi-urem-biblioteka-ixsneba-281767363.html
პროექტი „ეკვილიბრიუმი": გურიაში ურემ-ბიბლიოთეკა იხსნება
პროექტი „ეკვილიბრიუმი": გურიაში ურემ-ბიბლიოთეკა იხსნება
Sputnik საქართველო
მოძრაობის მიზანია მოქალაქეების განათლების დონის ამაღლება და ახალი კულტურული სივრცეების შექმნა. 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T18:19+0400
2023-08-29T18:19+0400
2023-08-29T20:44+0400
კულტურა საქართველოში
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
გურია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281763057_0:0:755:424_1920x0_80_0_0_90f8033121365b625ca0d904f6ff2d41.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" ფარგლებში გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარში ურმის ფორმის ბიბლიოთეკა გაიხსნება. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე პროექტ „ეკვილიბრიუმს" მრავალი წელია უდგას სათავეში. „ეკვილიბრიუმი" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სასარგებლო და აქტუალური პროექტია. ამ პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლის სკოლებს წიგნებითა და კომპიუტერებით ამარაგებენ. და ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ კეთდება. ბიბლიოთეკის გარდა, კეკელიძის თქმით, „ჩამოს" სივრცეში პერიოდულად ლექციების სერიაც გაიმართება. „ეკვილიბრიუმის" ფარგლებში ქალაქებისა და სოფლების სკვერებში ეწყობა ბიბლიოთეკები განსხვავებულ ფორმებში. მაგალითად, სამტრედიაში მოეწყო ბიბლიოთეკა-ველოსიპედი, ბათუმში – ბიბლიოთეკა-გემი, ჭიათურაში – ბიბლიოთეკა-ვაგონი, თელავში – ბიბლიოთეკა-კასრი, შუხუთში – ბიბლიოთეკა-ლელო და ა.შ. გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემია "საბას", "ოქროს ფრთის" ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელია, რომელიც აქტიურად ეწევა კითხვის პოპულარიზაციას. იგი 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281763057_0:0:755:566_1920x0_80_0_0_8a83dc84fc9830aa0180dd3a51c06d5d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, გურია
კულტურა საქართველოში, განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, გურია
პროექტი „ეკვილიბრიუმი": გურიაში ურემ-ბიბლიოთეკა იხსნება
18:19 29.08.2023 (განახლებულია: 20:44 29.08.2023) მოძრაობის მიზანია მოქალაქეების განათლების დონის ამაღლება და ახალი კულტურული სივრცეების შექმნა.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" ფარგლებში გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარში ურმის ფორმის ბიბლიოთეკა გაიხსნება.
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე პროექტ „ეკვილიბრიუმს" მრავალი წელია უდგას სათავეში. „ეკვილიბრიუმი" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სასარგებლო და აქტუალური პროექტია. ამ პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლის სკოლებს წიგნებითა და კომპიუტერებით ამარაგებენ. და ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ კეთდება.
„ძალიან მალე გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ურემ-ბიბლიოთეკას გავხსნით ამ შესანიშნავ ადამიანებთან ერთად: მიშა არობელიძე და მისი იაპონელი მეუღლე, ჩიკა ოგი სწორედ ამ სოფელში დასახლდნენ და ფანტასტიკური სივრცე Chamo – „ჩამო" მოაწყვეს, რომლის მეგობარიც დღეიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა გახდა", – დაწერა კეკელიძემ.
ბიბლიოთეკის გარდა, კეკელიძის თქმით, „ჩამოს" სივრცეში პერიოდულად ლექციების სერიაც გაიმართება.
„ეკვილიბრიუმის" ფარგლებში ქალაქებისა და სოფლების სკვერებში ეწყობა ბიბლიოთეკები განსხვავებულ ფორმებში. მაგალითად, სამტრედიაში მოეწყო ბიბლიოთეკა-ველოსიპედი, ბათუმში – ბიბლიოთეკა-გემი, ჭიათურაში – ბიბლიოთეკა-ვაგონი, თელავში – ბიბლიოთეკა-კასრი, შუხუთში – ბიბლიოთეკა-ლელო და ა.შ.
გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემია "საბას", "ოქროს ფრთის" ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელია, რომელიც აქტიურად ეწევა კითხვის პოპულარიზაციას. იგი 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია.