https://sputnik-georgia.com/20230829/diabetis-otxi-ucveulo-simptomi-fexebze-281755828.html
საყურადღებო სიგნალი: დიაბეტის ოთხი უჩვეულო სიმპტომი ფეხებზე
საყურადღებო სიგნალი: დიაბეტის ოთხი უჩვეულო სიმპტომი ფეხებზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, დიაბეტის ნიშნების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა დაგეხმარებათ, უფრო სწრაფად მიმართოთ ექიმს და... 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T15:29+0400
2023-08-29T15:29+0400
2023-08-29T19:29+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
დიაბეტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281755483_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_2b3888840a8262724a304a791efea170.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, დიაბეტის ნიშნების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა დაგეხმარებათ, უფრო სწრაფად მიმართოთ ექიმს და შეიმსუბუქოთ ამ ჯერჯერობით უკურნებელი დაავადების სიმპტომები, წერს გამოცემა Express ექსპერტ დებორა ლიზე დაყრდნობით.ექიმის თქმით, პირველი ტიპის დიაბეტის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, მეორე ტიპის დიაბეტი კი ხშირად დაკავშირებულია ისეთი ფაქტორებთან, როგორებიცაა ჭარბი წონა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა. გარდა ამისა, დაავადება შეიძლება გენეტიკურადაც გადაეცეს ადამიანს.მისი განმარტებით, არსებობს რამდენიმე საყურადღებო სიგნალი, რომლებიც დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში ეხმარება ადამიანს.როგორც დებორა ლი ამბობს, დღეისათვის ბრიტანეთში დაახლოებით 4,3 მლნ კაცია დიაბეტით დაავადებული. აქედან 850 ათასმა არც კი იცის, რომ ავადაა, ვინაიდან „ადრეულ ეტაპზე დიაბეტის სიმპტომი ძალიან ცოტაა“.როგორც ექიმი ირწმუნება, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს დიაბეტის უჩვეულო სიმპტომები, რომელთა შესახებ ბევრს არ სმენია და რომლებიც ფეხებზე ჩნდება.ეს სიმპტომებია:ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ დიაბეტური წყლულები, ანუ Bullosis diabeticorum, ფეხის ტერფების გარდა, ჩნდება ხელის მტევნის ზურგსა და წინამხარზე.რაც შეეხება რგოლისებრ გრანულომას, ეს სიმპტომი უფრო ხშირია და ჩნდება როგორც ტერფებზე, ისე ხელებსა და თითებზე.გარდა ამ უჩვეულო ნიშნებისა, არსებობს დიაბეტის სხვა, უკვე კარგად ცნობილი სიმპტომებიც:წყარო: Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281755483_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_1b020c9bce2e1c315662246fa56b2adb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, დიაბეტი
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, დიაბეტი
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, დიაბეტის ნიშნების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა დაგეხმარებათ, უფრო სწრაფად მიმართოთ ექიმს და შეიმსუბუქოთ ამ ჯერჯერობით უკურნებელი დაავადების სიმპტომები, წერს გამოცემა Express ექსპერტ დებორა ლიზე დაყრდნობით.
ექიმის თქმით, პირველი ტიპის დიაბეტის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, მეორე ტიპის დიაბეტი კი ხშირად დაკავშირებულია ისეთი ფაქტორებთან, როგორებიცაა ჭარბი წონა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა. გარდა ამისა, დაავადება შეიძლება გენეტიკურადაც გადაეცეს ადამიანს.
მისი განმარტებით, არსებობს რამდენიმე საყურადღებო სიგნალი, რომლებიც დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში ეხმარება ადამიანს.
როგორც დებორა ლი ამბობს, დღეისათვის ბრიტანეთში დაახლოებით 4,3 მლნ კაცია დიაბეტით დაავადებული. აქედან 850 ათასმა არც კი იცის, რომ ავადაა, ვინაიდან „ადრეულ ეტაპზე დიაბეტის სიმპტომი ძალიან ცოტაა“.
როგორც ექიმი ირწმუნება, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს დიაბეტის უჩვეულო სიმპტომები, რომელთა შესახებ ბევრს არ სმენია და რომლებიც ფეხებზე ჩნდება.
წითელ-ყავისფერი წრიული ლაქები კანზე, ანუ რგოლისებრი გრანულომა;
ტერფის მიკოზი (სოკოვანი დაავადება).
ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ დიაბეტური წყლულები, ანუ Bullosis diabeticorum, ფეხის ტერფების გარდა, ჩნდება ხელის მტევნის ზურგსა და წინამხარზე.
რაც შეეხება რგოლისებრ გრანულომას, ეს სიმპტომი უფრო ხშირია და ჩნდება როგორც ტერფებზე, ისე ხელებსა და თითებზე.
გარდა ამ უჩვეულო ნიშნებისა, არსებობს დიაბეტის სხვა, უკვე კარგად ცნობილი სიმპტომებიც:
შავი აკანტოზი — მუქი ხავერდოვანი ლაქები კანზე, კისერზე, იღლიებსა და მენჯის არეში,
მხედველობის გაუარესება, მზერის დაბინდვა,