ბაღდათის რაიონში ქვევრში ორი ადამიანი დაიღუპა

© Tbilisi Development Fundძველი ქვევრები
ძველი ქვევრები - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ქვევრში ჭაჭისგან გამოყოფილი გაზის დაგროვება გახდა.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში ორი ადამიანი გაიგუდა ქვევრში, რომელშიც ჭაჭა იყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ჭაჭის ამოსაღებად ქვევრში ჩასული 40 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა და გონი დაკარგა. მის დასახმარებლად მეზობელი ჩავიდა, თუმცა ისიც ცუდად გახდა. ორივე ქვევრში გარდაიცვალა.
სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი ჭაჭისგან გამოყოფილი აირი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0