არ გახვიდეთ ქუჩაში: თბილისში წვიმამ პრობლემები შექმნა

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხვრა“, – აღნიშნავენ უწყებაში.

თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22.
ამასობაში სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ წყლით თითქმის დაფარული მანქანები დატბორილ გზებზე გადაადგილდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0