საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები ივლისში გაიზარდა

© photo: Sputnik TBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი
 TBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 49,36% შეადგინა.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 47,78 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 989,47 მლნ ლარით, ანუ 2,11%-ით მეტია გასული თვის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ანგარიშის თანახმად, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 436,54 მლნ ლარით, ანუ 2,44%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე გაიზარდა 552,93 მლნ ლარით, ანუ 1,91%-ით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 49,36% შეადგინა, რაც 0,13 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1 ივლისის მაჩვენებელზე.
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8,14% შეადგინა, მათ შორის 10,79% – ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,51% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ივლისის ბოლოსთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 15 კომერციული ბანკი, მათგან 13 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0