https://sputnik-georgia.com/20230829/--------281746325.html
რამდენი დახარჯეს ქართველებმა უცხოეთში - სტატისტიკა განახლდა
რამდენი დახარჯეს ქართველებმა უცხოეთში - სტატისტიკა განახლდა
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 697,8 ათასი ვიზიტი განახორციელეს. 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T10:29+0400
2023-08-29T10:29+0400
2023-08-29T16:00+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24581/89/245818951_0:641:2501:2048_1920x0_80_0_0_b38c59728a7541b259217e314b25d699.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 514,3 მილიონი ლარი (195,6 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯეს, რაც 12,6%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.თითოეული ქართველი მოგზაური ვიზიტისას დღე-ღამეში საშუალოდ 946 ლარს ხარჯავდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელებზე, საცხოვრებელზე.2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 697,8 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 35,4%-ით მეტია 2022 წლის აპრილი-ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (47,2%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შეადგენს 331,7 ათასს, რაც 50,1%-ით მეტია 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტად იმგზავრეს თურქეთში (41,8%), რუსეთში (14,1%), სომხეთში (13,9%), აზერბაიჯანში (2,6%) და ევროკავშირის ქვეყნებში (16,7%).ამასთან, ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტის ხანგრძლივობამ საშუალოდ 6 ღამე შეადგინა, რაც 5,4%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.2022 წლის განმავლობაში საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია 2021 წლის იანვარი-დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით აღდგა.უცხოელებიდან შემოსულმა შემოსავლებმა 2022 წელს 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, 2021 წელთან შედარებით შემოსავლები 182,4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წელს 7,6%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24581/89/245818951_420:701:2216:2048_1920x0_80_0_0_7f09bf382b4e4a15374d7b1ac9ca5bcb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი დახარჯეს ქართველებმა უცხოეთში - სტატისტიკა განახლდა
10:29 29.08.2023 (განახლებულია: 16:00 29.08.2023) 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 697,8 ათასი ვიზიტი განახორციელეს.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 514,3 მილიონი ლარი (195,6 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯეს, რაც 12,6%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
თითოეული ქართველი მოგზაური ვიზიტისას დღე-ღამეში საშუალოდ 946 ლარს ხარჯავდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელებზე, საცხოვრებელზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2023 წლის მეორე კვარტალში
რაზე დახარჯეს | ხარჯები, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში, % | ხარჯები ვიზიტზე, ლარი |
საყიდლები | 223,7 | 43,5 | 411,4 |
კვება | 142,8 | 27,8 | 262,6 |
ცხოვრება | 71,5 | 13,9 | 131,6 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 41,7 | 8,1 | 76,6 |
გართობა | 20,8 | 4,1 | 38,3 |
სხვა ხარჯები | 13,8 | 2,7 | 25,4 |
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 697,8 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 35,4%-ით მეტია 2022 წლის აპრილი-ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (47,2%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შეადგენს 331,7 ათასს, რაც 50,1%-ით მეტია 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტად იმგზავრეს თურქეთში (41,8%), რუსეთში (14,1%), სომხეთში (13,9%), აზერბაიჯანში (2,6%) და ევროკავშირის ქვეყნებში (16,7%).
ამასთან, ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზანი 2023 წლის მეორე კვარტალში
ვიზიტის მიზანი | ტურისტების რაოდენობა, ათასი | წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში, % |
მეგობრებთან და ნაცნობებთან სტუმრობა | 181,0 | 33,3 |
შოპინგი | 180,9 | 33,3 |
დასვენება და გართობა | 79,4 | 14,6 |
პროფესიული საქმიანობა | 74,5 | 13,7 |
მკურნალობა | 12,9 | 2,4 |
სხვა | 14,8 | 2,7 |
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტის ხანგრძლივობამ საშუალოდ 6 ღამე შეადგინა, რაც 5,4%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2022 წლის განმავლობაში საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია 2021 წლის იანვარი-დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაჩვენებლები 58%-ით აღდგა.
უცხოელებიდან შემოსულმა შემოსავლებმა 2022 წელს 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, 2021 წელთან შედარებით შემოსავლები 182,4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წელს 7,6%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.