ვაკონტროლებთ ჩვენს მომავალს: ფაჩულია ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ ეტაპზე გასვლაზე

© photo: Sputnik / STRINGERზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები აკონტროლებს თავის მომავალს და მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადასვლას, განაცხადა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, NBA-ს ვარსკვლავმა ზაზა ფაჩულიამ.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს 30 აგვისტოს ვენესუელის წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ქართულ გუნდს F ჯგუფში სამი ქულით მეორე ადგილი უკავია, მის მეტოქეს – მეოთხე.

„ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენს მომავალს, ვგულისხმობ მომდევნო ეტაპზე გადასვლას. შემდეგი თამაში უნდა მოვიგოთ და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ. კარგია, რომ ბიჭებს დასვენების საშუალება ექნებათ. მნიშვნელოვანია მომავალი თამაშისთვის მომზადება როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად", – განაცხადა ფაჩულიამ ჟურნალისტებთან იაპონიაში, სადაც ის ნაკრების საქომაგოდ ჩავიდა აშშ-დან.

მისი თქმით, ახლა ბევრი რამ გულშემატკივრებზეა დამოკიდებული, რადგანაც გუნდისთვის მნიშვნელოვანია მათი თანადგომა.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში: საქართველო სლოვენიასთან დამარცხდა>>>
გუშინ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტთან, სლოვენიის გუნდთან ანგარიშით 67:88 დამარცხდა.
მსოფლიო ჩემპიონატი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. სულ 32 ნაკრები ჯამში 92 მატჩს გამართავს.
ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში ტარდება. გუნდები რვა ჯგუფად არიან დაყოფილი. თითოეულ ჯგუფში ოთხი გუნდია. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბრძოლას თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0